მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ოლიმპიადას გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილი
1627459981
სპორტი

ტოკიოს ოლიმპიადაზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა მერვედფინალური შეხვედრა გამართა. მისი მეტოქე კლასიფიკაციის მე-5 ნომერი ალექსანდრ ზვერევი გახლდათ.

პირველი სეტში, მეტოქის ჩაწოდებაზე ბასილაშვილმა ერთი გათამაშების მოგებაც ვერ მოახერხა, რაც ზვერევის დამსახურება იყო, რომელიც ბრწყინვალედ აწვდიდა. 4:4-ზე კი გერმანელმა პირველი ბრეიკი მოახერხა და ამან სეტის ბედი გადაწყვიტა.

მეორე სეტში ნიკოლოზმა მოახერხა და როგორც იქნა, გერმანელის ჩაწოდებაზე ორი გათამაშება მოიგო, მაგრამ გეიმი - ვერ. მერე კი ზვერევმა ბრეიკი შეასრულა და 5:3 დაწინაურდა. ზვერევის ჩაწოდება იყო და 40:15 დაწინაურდა, მატჩს ნიშნავს, რომ ორმაგი მატჩპოინტი ჰქონდა, მაგრამ ბასილაშვილმა მოახერხა, ანგარიში გაათანაბრა, მერე კი თავად მოახერხა ბრეკპოინტამდე მისვლა, თანაც სამჯერ.

სწორედ მესამე ბრეიკპოინტი გამოიყენა და ბასილაშვილმა პირველად მოახერხა მეტოქის ჩაწოდების მოგება - გარდამტეხ, გადამწყვეტ მომენტში, როდესაც გერმანელს თამაშის დასრულება შეეძლო. ზოგადად, ეს იყო ერთადერთი გეიმი ზვერევის ჩაწოდებაზე, როცა ბრძოლა შედგა და გერმანელმა შეცდომებიც დაუშვა, მაგრამ განსაკუთრებით ნიკოლოზის კარგი თამაში უნდა გამოვყოთ, რომელმაც კონკრეტულად ამ გეიმში დიდებულად ითამაშა.

საბოლოოდ მეორე სეტი ბასილაშვილმა ტაიბრეიკამდე მიიყვანა, სადაც ისევ იბრძოლა, მაგრამ ტაიბრეიკი 5:7, სეტი 6:7 და შეხვედრა 4:6, 6:7 წააგო, რის შედეგადაც ოლიმპიადას გამოეთიშა. აღნიშნული მატჩი საათსა და 39 წუთს გაგრძელდა, ზვერევმა 11 ეისი შეასრულა და ორმაგი შეცდომა არ დაუშვია, ხოლო ბასილაშვილის აქტივში 4 ეისი და 2 ორმაგი შეცდომა იყო.

ინფორმაციისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტოკიოში რობერტო კარბალეს ბაენა და ლორენცო სონეგო დაამარცხა.