მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო! - პრაღაში ცეცხლი დავანთეთ

ევროპის ჩემპიონი
1605892524
სპორტი

ჩეხეთში ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მეორე საშეჯიბრო დღე ქართველებისთვის ტრიუმფალური გამოდგა. სამივე ქართველმა ძიუდოისტმა რომლებიც დღეს პრაღაში ტატამზე გამოჩნდნენ, ასპარეზობა მედლით დაასრულეს.

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში 20 წლის ტატო გრიგალაშვილმა, ფინალში 40 წამში ბულგარელი ივაილო ივანოვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა.

ოლიმპიური თამაშების ოქროს და ბრინჯაოს მფლობელმა ლაშა შავდათუაშვილმა, 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოლდოველ ვიქტორ სტერპუს წინააღმდეგ ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

81 კგ-მდე მესამე ადგილისათვის ლუკა მაისურაძის მეტოქე ნიდერლანდელი ფრანკ დე ვიტი გახლდათ, რომელსაც ლუკამ სუფთად მოუგო და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

21 ნოემბერს, ტურნირის დასკვნით დღეს პრაღაში საქართველოდან სამი ძიუდოისტი წარსდგება. შეხვედრები 13:00 საათზე დაიწყება.