სპორტი

ოლიმპიურ სასახლეში რუსეთთან უშანსოდ დავმარცხდით - 0:4

რუსეთთან დამარცხდა
1612280599
დაკოპირებულია

ფუტსალის ევრო 2022-ის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, საქართველოს ნაკრები მეორე ტურის მატჩში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან რუსეთთან 0:4 დამარცხდა.

რუსეთის ნაკრებმა ანგარიში მატჩის დაწყებიდან 5 წუთში გახსნა, როდესაც კარგად გათამაშებული კუთხური რომულომ გოლით დაასრულა, ხოლო მატჩის მე-10 წუთზე ნიაზოვმა დაცვაში დაშვებული უხეში შეცდომა არ გვაპატია - 0:2.

საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყო და რუსების მეკარეს რამდენჯერმე მოუწია თავისი გუნდის გადარჩენა. თუმცა, ეს იყო და ეს, რუსეთის ნაკრებმა 28-ე და 33-ე წუთზე საქართველოს ნაკრებს დაცვაში ცუდი თამაში არ აპატია, ორჯერ გაიტანა და მატჩის ბედიც საბოლოოდ გადაწყდა - 0:4.

საქართველოს ნაკრებს მეორე შესარჩევ ეტაპზე ორი ტურის თავზე 1 ქულა აქვს (პირველ ტურში საფრანგეთთან 4:4), ხოლო მომდევნო ორი მატჩს 5 და 9 მარტს სომხეთის ნაკრებთან ჯერ თბილისში და შემდეგ სტუმრად გამართავს.

ცნობისთვის, ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი ნიდერლანდებში 9 იანვრიდან 6 თებერვლამდე ჩატარდება. მასპინძელს ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება უკვე მოპოვებული აქვს. ნიდერლანდების გარდა, შესარჩევი ციკლის 8 ჯგუფის გამარჯვებულები და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი ფინალურ ეტაპზე გავა, ბოლო მე-16 მონაწილის ვინაობა კი უარეს ორ მეორეადგილოსანს შორის ორრაუნდიანი პლეი-ოფით გაირკვევა.

საქართველო - რუსეთი 0:4 (0:2)

გოლები: 0:1 რომულო (5), 0:2 ნიაზოვი (10), 0:3 დავიდოვი (28), 0:4 ნიაზოვი (33)

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომი-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (თსუ,თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი)

წინა ხაზი: შოთა თოფურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ კეკელია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ჯანიკო გიორგაია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ფ.კ.პეტროვ, ლატვია), ბინიო (ოსასუნა მაგნა, პამპლონა, ესპანეთი), შაგინია (რეალ ბეტისი, სევილია, ესპანეთი), ელისანდრო (რეალ სან-ჯუზეპე, იტალია), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), გიორგი ღავთაძე (კსუ, თბილისი), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ, თბილისი), თეიმურაზ ექიზაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი ), რონინიო (ხერსონი, უკრაინა).

დავით ზალკანიანი და ივანე
მაჭავარიანი

საქართველოს ორი ვიცე-პრემიერი ეყოლება

საქართველოს ორი ვიცე პრემიერ-მინისტრი ეყოლება. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. 

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე განხორციელებულ თავდასხმას ოპოზიციური პარტიები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან. 

1614248548

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2019 წლიდან განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარებისთვის ძებნილი პირი - 1972 წელს დაბადებული ბ.გ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

1614248446

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის ოთხი წევრის ვინაობა ცნობილია.

1614247744

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გივი მიქანაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

1614247682
განათლების საერთაშორისო
ცენტრის
კურსდამთავრებულთა
ორგანიზებით
საგანმანათლებლო პროექტი
განხორციელდა

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებ...

2018 წელს განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაცია დაფუძნდა, რომელიც დღემდე აქტიურად ახორციელებს საინტერესო პროექტებს სტიპენდიატებისა და კურსდამთავრებულების ჩართულობით.

„ანტისაოკუპაციო მიტინგზე იაქტიურა და ეს...

„გამოსავალი ნიკა მელიას გათავისუფლებაშია, რომელიც უკანონოდ იქნა დაკავებული და პოლიტიკური პატიმრის სუპერ ვარიანტს წარმოადგენს, რადგანაც ანტისაოკუპაციო მიტინგზე იაქტიურა და ეს ჩაეთვალა დანაშაულად, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

„პოლიტპატიმრები მელია და რურუა უნდა გამო...

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთის ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით „ივანიშვილის რეჟიმი გონს უნდა მოვიდეს და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ“. 

შვედეთის საგარეო პოლიტიკის 2021 წლის სტრ...

24 თებერვალს, რიქსდაგში 2021 წლის საგარეო პოლიტიკის საკითხების შესახებ განცხადების წარდგენისას, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ან ლინდემ მიმდინარე კონფლიქტებზე, მათ შორის საქართველოს თემაზეც ისაუბრა.