საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი აბურჯანია კარიერას ოვიედოში გააგრძელებს.
ესპანურმა კლუბმა აღნიშნული ინფორმაცია საკუთარ ვებგვერდზე განათავსა.
25 წლის ნახევარმცველი ახალ გუნდში 2021 წლის ზაფხულამდე იჯარის წესით ითამაშებს.
შეგახსენებთ, აბურჯანიას სატრანსფერო უფლებები სევილიას ეკუთვნის. მან გასული სეზონი ენსხედეს ტვენტეში გაატარა, სადაც 19 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა, თუმცა ნიდერლანდელებმა მისი გაშვება ფინანსური პრობლემების გამო გადაწყვიტეს.