მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფანტასტიკური ხვიჩა კვარაცხელია და უიღბლო საქართველოს ნაკრები - რატომ ვერ მოვიგეთ?

ხვიჩა კვარაცხელია
1617223098
სპორტი

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მესამე ტურის მატჩი საბერძნეთსა და საქართველოს შორის ფრედ 1:1 დასრულდა. 

ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩის სასტარტო შემადგენლობასთან განსხვავებით მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა. ძირითად შემადგენლობაში გვილიას ნაცვლად აბურჯანია დააყენა და იგივე ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია.

პირველ ტაიმში თანაბარი დაპირისპირება წარიმართა, ორივე გუნდი ცდილობდა შეტევების შექმნას, თუმცა დასკვნით ფაზაში ვერცერთი მხარე ვერ გადადიოდა. ბურთის ფლობა მეტწილად თანაბარი იყო, მხოლოდ ბერძნებმა შეძლეს კარში ზუსტი დარტყმა ერთადერთხელ. საბოლოოდ პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. ბერძნებმა კი საპასუხოდ უხეშობას მიმართეს და ყვითელი ბარათებით დაიტვირთნენ. თითქოს არაფერი, მაგრამ 76-ე წუთზე ბერძნების შეტევისას, სრულიად უწყინარ სიტუაციაში კაკაბაძეს ბურთი ცუდად აეჭრა და ავტოგოლი გაიტანა.

ზუსტად 2 წუთში ხვიჩა კვარაცხელიამ ძალიან ლამაზი სოლო რეიდის შემდეგ, იდეალური გოლი გაიტანა და წონასწორობა აღადგინა.

86-ე წუთზე ჯაბა კანკავას სხვაობის გაზრდა შეეძლო, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ბერძნების კარში ძალიან ძლიერად დაარტყა, თუმცა ვლახოდიმოსმა ეფექტური სეივი გააკეთა და გუნდი გადაარჩინა.

დასანანია თუმცა, საბოლოოდ შეხვედრა 1:1 დასრულდა. არადა საქართველოს ნაკრები ამ შეხვედრაში გამარჯვებას იმსახურებდა.

სალონიკი. „ტუმბა არენა“
საბერძნეთი - საქართველო

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ბაკაკისი, პაპადოპულოსი, ცაველასი, იანულისი, ზეკა, ბაკასეტასი, ბუხალაკისი, ციოლისი, პავლიდისი, ფორტუნისი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია, ლობჟანიძე, კიტეიშვილი, კვარაცხელია, ზივზივაძე