მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფეხბურთელების კორონავირუსით ინფიცირების გამო საქართველოს თასის ფინალი გადაიდო

ჩემპიონატი
1606062544
სპორტი

ფეხბურთელების კორონავირუსით ინფიცირების გამო საქართველოს თასის ფინალი გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. 

„დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2020 წლის სეზონის ფინალური შეხვედრა, რომელიც 25 ნოემბერს გორში უნდა გამართულიყო, ფინალის მონაწილე ერთ-ერთი გუნდის წევრთა უმრავლესობის კორონავირუსით ინფიცირების გამო, მატჩის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, გადაიდო.

​მატჩი 4 დეკემბერს, 16:00 საათზე კვლავ გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საქართველოს თასის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს „კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის“ წარმომადგენლები - წყალტუბოს „სამგურალი“ და „გაგრა“ დაუპირისპირდებიან“,- ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.