2021 წლიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას აღარ აიღებს. ამის შესახებ ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა „პირველ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ფედერაციის ხელმძღვანელობამ მიიღო.
„ამ გადაწყვეტილებამდე მიზანმიმართულად მივდიოდით და ამას ყოველთვის ღიად და საჯაროდ ვამბობდით. მიმაჩნია, რომ ბევრმა სხვა მიმართულებამაც თავად უნდა მოიპოვოს დაფინანსება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტზე, რაც შეიძლება, ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული.
ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ეს მოვახერხეთ და 2021 წელს სახელმწიფოსგან არცერთ თეთრს აღარ ავიღებთ. ბოლო წლებში მსგავს პრეცედენტს ვერ გავიხსენებ. ეს ნაბიჯი მიზანმიმართულად იმიტომაც გადავდგით, რომ ქვეყანაში რთული მდგომარეობაა. სახელმწიფოს ვუთხარით, რომ არ გვინდა ის 6,7 მილიონი, რომელიც წინასწარ გვქონდა დამტკიცებული. კონსულტაციები გვქონდა შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან და გადაწყვეტილება წინასწარ ვაცნობეთ“, - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
👉 ინფორმაციისთვის, ფეხბურთის ფედერაციას ყოველწლიურად ბიუჯეტიდან 6,7 მლნ ლარი ერიცხებოდა.
👉 გასულ წელს ფეხბურთის ფედერაციამ ბოლო ათწლეულში ყველაზე ცოტა თანხა - 4,2 მილიონი ლარი აითვისა, დარჩენილი ნაწილი კი სახელმწიფო ბიუჯეტში დააბრუნა.
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა აქციაზე ბავშვი დააკავეს. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
აშშ-ის პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ ჯოზეფ ბაიდენმა უცხო ქვეყნის ლიდერთან პირველი სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ whitehouse.gov იუწყება.
„ამ არჩევნებმა გააჩინა სივრცე, ახალი პოლიტიკური პარტიებისთვის, რომ ისინი შემოვიდნენ პარლამენტში და საზოგადოებისთვის გაუგებარი იქნება, თუ უმანდატო ოპოზიციონერებმა მანდატები დაუხიეს იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც მხარდაჭერა მიიღეს, რომ შესულიყვნენ პარლამენტში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
იტალიაში, ქალაქ სალერნოს ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სოლარიუმში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.
არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა სააკაშვილის კომენტარს და აცხადებს, რომ ყველაფრის მოძიება, დოკუმენტირება და ევროსასამართლოში წარდგენა მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ.
აშშ-ის ისტორიაში პირველად, ქვეყნის თავდაცვის უწყებას აფროამერიკელი უხელმძღვანელებს. სენატმა პენტაგონის ხელმძღვანელად არმიის გადამდგარი გენერალი ლოიდ ოსთინი დაამტკიცა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია გეურარხში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, ანარ სადიკოვმა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მესაქონლეობის ფერმა ააშენა.
მიკრობლოგების სერვერმა Twitter-მა ირანის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ალი ჰამენეის ექაუნთი დაბლოკა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჰამენეიმ გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის მუქარად ჩაითვალა. ამის შესახებ www.npr.org იუწყება.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 998 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 448 შემთხვევა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.