მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ფეხბურთის ფედერაცია ბიუჯეტიდან დაფინანსებას აღარ აიღებს“ - ლევან კობიაშვილი

პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან
1609869324
სპორტი

2021 წლიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას აღარ აიღებს. ამის შესახებ ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა „პირველ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა. 

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ფედერაციის ხელმძღვანელობამ მიიღო.

„ამ გადაწყვეტილებამდე მიზანმიმართულად მივდიოდით და ამას ყოველთვის ღიად და საჯაროდ ვამბობდით. მიმაჩნია, რომ ბევრმა სხვა მიმართულებამაც თავად უნდა მოიპოვოს დაფინანსება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტზე, რაც შეიძლება, ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული.

ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ეს მოვახერხეთ და 2021 წელს სახელმწიფოსგან არცერთ თეთრს აღარ ავიღებთ. ბოლო წლებში მსგავს პრეცედენტს ვერ გავიხსენებ. ეს ნაბიჯი მიზანმიმართულად იმიტომაც გადავდგით, რომ ქვეყანაში რთული მდგომარეობაა. სახელმწიფოს ვუთხარით, რომ არ გვინდა ის 6,7 მილიონი, რომელიც წინასწარ გვქონდა დამტკიცებული. კონსულტაციები გვქონდა შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან და გადაწყვეტილება წინასწარ ვაცნობეთ“, - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

👉 ინფორმაციისთვის, ფეხბურთის ფედერაციას ყოველწლიურად ბიუჯეტიდან 6,7 მლნ ლარი ერიცხებოდა.

👉 გასულ წელს ფეხბურთის ფედერაციამ ბოლო ათწლეულში ყველაზე ცოტა თანხა - 4,2 მილიონი ლარი აითვისა, დარჩენილი ნაწილი კი სახელმწიფო ბიუჯეტში დააბრუნა.