მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რაგბის კავშირი დღეს პრეზიდენტს აირჩევს

რაგბის კავშირი
1609317959
სპორტი

რაგბის კავშირი დღეს ახალ პრეზიდენტს აირჩევს. ყრილობა 14:00 საათზეა დაგეგმილი. 

როგორც ცნობილია რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი ბაჩო ხურციძე, გოჩა სვანიძე და ირაკლი აბუსერიძე იბრძოლებენ.

„ვიმედოვნებ, რომ ყველა კლუბი გადადგამს იმ ნაბიჯს, რაც არის რაგბის კეთილდღეობისთვის უკეთესი. აქ არ არის მარტო ჩემი ინტერესი, აქ არის ქართული რაგბის ინტერესი. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ მივაღწევთ იმ გამარჯვებას და ქართული რაგბი გადავა ახალ ეტაპზე“, - აღნიშნა ირაკლი აბუსერიძემ.

ამასთან, რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ბაჩო ხურციძე აცხადებს, რომ ყრილობის შედეგები ლეგიტიმური არ იქნება.

„ბატონი ირაკლი აბუსერიძე ამბობდა, რომ 5 მლნ ლარი გაიფლანგა და არასწორად გაიხარჯა. გაიყიდა მზიურის მიწები ესეც არასწორად, სვანიძე თავის მხრივ ამბობდა, რომ აბუსერიძე უღირსი კანდიდატია. მაინტერესებს ამ შერიგებით 5 მილიონი ლარი არასწორად აღარ არის გაფლანგული?“, - აღნიშნა ხურციძემ.