სპორტი

რამაზ სვანაძე: წარსულით ცხოვრება არაფერს მოგვიტანს, წინ უნდა ვიყუროთ

საქართველოს ნაკრების
მწვრთნელი ესტონეთთან
მატჩში
1605610154
დაკოპირებულია

საქართველოს ნაკრების დროებითმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ უეფას ერთა ლიგის ბოლო ტურში, ესტონეთის ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

"პირველ რიგში ვიტყვი, რომ ჩემთვის დიდი პატივია ეროვნული ნაკრების გაძღოლა. მადლობას ვუხდი ყველა ადამიანს, ვინც ეს დნობა გამომიცხადა. ახლა მთავარი ამოცანაა ეს ფსიქოლოგიური ფონი ამაღლდეს და რაც შეიძლება მალე. გარდა ამისა, დაბრუნდეს თამაშის ხარისხიც. დამერწმუნეთ, რომ ფეხბურთელებზე მეტად არავის უნდოდა ამ თამაშის მოგება და კარგიც იქნებოდა, მაგრამ რეალობა სხვანაირია. ეს ფეხბურთია, არსებობს გამარჯვებული და დამარცხებული. წარსულით ცხოვრება არაფერს მოგვიტანს, წინ უნდა ვიყუროთ, რომელიც ხვალინდელი თამაშით იწყება.

სიმართლე გითხრათ, ჩემთვის აბსოლუტური, სასიამოვნო და საამაყო სიურპრიზი იყო ნაკრების მწვრთნელობა. გუნდში არის რამდენიმე მიკროტრავმა, გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ ვეცდებით ოპტიმალური შემადგენლობა შევარჩიოთ. ახალს ვერაფერს მოვიგონებთ, რადგან ძალიან მცირე დრო გვაქვს. ყველა მწვრთნელს თავისი ხედვა აქვს და შეიძლება იყოს ცვლილებები, მაგრამ მთავარია ახლა ფსიქოლოგიური ფონი ავამაღლოთ.

მინდა მადლობა გადავუხადო ვლადიმირ ვაისს და მას სამომავლო კარიერაში წარმატებებს ვუსურვებ. მასზე ნეგატიურ კონტექსტში არ ვისაუბრებ. სატურნირო მოტივაცია შეიძლება არ გვაქვს, მაგრამ ნაკრების თამაში ყოველთვის მნიშვნელოვანია და პოზიტიური განწყობა უნდა დატოვოს გუნდის თამაშმა. არ ვიცი ვაისმა რის შესახებ ისაუბრა, მაგრამ ის არის მწვრთნელი, რომელმაც გუნდში 5 წელი გაატარა და კარგად იცნობდა გუნდს.

მწვრთნელის სამსახური ასეთია, მეც დღეს აქ ვარ, მაგრამ ხვალ არ ვიქნები. არ გამოვრიცხავ, რომ ეს განცხადებები მან ემოციურ ფონზე გააკეთა, სხვა კომენტარის გაკეთება არ შემიძლია. ორი დღე მაქვს იმისთვის, რომ ეს თამაში მოვიგოთ და ნებისმიერ შემთხვევაში ხვალინდელი თამაში ჩემი პასუხისმგებლობაა. ეს ბოლომდე მაქვს გათავისებული და ჩვენი პროფესიის შემადგენელი ნაწილია.

ცვლილებებს რაც შეეხება, რეალურად იქნება სიახლეები, მაგრამ ძალიან მცირე, რადგან ეს გუნდი 5 წელია ერთად თამაშობს. ბევრი ცვლილება რომც გვინდოდეს, ვერ იქნება, რადგან დრო არ გვაქვს. კონკრეტულად შემადგენლობას რაც შეეხება, ჩემთვის არ არსებობს ძირითადის ან თადარიგის ფეხბუთელები, მეტიც, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია სათადარიგო მოთამაშეების განწყობა და დამოკიდებულება. იქნება ცვლილებები, მაგრამ მასშტაბურად არა“, - თქვა სვანაძემ.

შეგახსენებთ, ესტონეთთან მატჩით საქართველოს ნაკრები 2020 წელს ასპარეზობას დაასრულებს და მომდევნო მატჩს 2021 წლის მარტში უკვე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ეგიდით გამართავს. ყატარში გასამართი მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა დეკემბერშია დაგეგმილი. საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ჩინეთის განცხადება
ნატოზე

ჩინეთი მოუწოდებს ნატოს შეწყვიტოს “ჩინეთი...

ევროკავშირში ჩინეთის წარმომადგენლობამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოუწოდა ნატოს “ჩინეთის საფრთხის თეორიზე“ გადამეტებული საუბარი შეწყვიტოს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 734 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 425 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 309 PCR ტესტით.

1623740967

„ამნისტიის კანონი ჩვენი ინტერესი საერთოდ არ იყო, თუმცა, ჩაიწერა შარლ-მიშელის შეთანხმებაში, რომ უნდა გამოიცეს. ეს იყო საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

1623740870

დღეს, 15 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, რჩეულიშვილის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

1623740769

„კანონის უზენაესობას რომ პატივს არ სცემ, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ დაპირისპირება და სახელმწიფოს ღალატი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში.

1623740645
პროკურატურა121212

იარაღის გამოყენების მუქარით სხვისი მოპედის და...

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არაერთგზის ჩადენილი ყაჩაღობისთვის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვისთვის ბრალდებული ლ.ც. დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„გადაწყვეტილება თითოეულ ბავშვზე ინდივიდუ...

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტრო საპატრიარქოსთან ერთად ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში მუშაობას განაგრძობს და ყველა ბავშვზე გადაწყვეტილება ინდივიდუალურად იქნება მიღებული.

დენის შმიგალი პრემიერს უკრაინა-საქართველ...

„დიდი მადლობა სტუმართმოყვარე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სტუმრობის შესაძლებლობისთვის. გვქონდა ძალიან პოზიტიური მოლაპარაკებები უკრაინა-საქართველოს მიმდინარე დღის წესრიგის რიგ საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მიერ დასახული მიმართულებები შემდგომი თანამშრომლობისთვის მძლავრ ბიძგს მისცემს ჩვენი ურთიერთობების მდგრად განვითარებას, ასევე ჩვენი ქვეყნების ეკონომიკებს“, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საქართველოს მთავრობის მეთაურს წერს.

დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-...

სამცხე-ჯავახეთში დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.