მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რაც ბიჭებმა ვერ გააკეთეს, გოგოებმა შეძლეს! - „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგაზეა

ლანჩხუთის ქალ ფეხბურთელთა გუნდი
1605798029
სპორტი

ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩში „ლანჩხუთმა“ სტუმრად რუმინეთში „კლუჟი“ 1:0 დაამარცხა.

გამარჯვების გოლი ხატია ჭყონიამ გაიტანა. 31 წლის თავდამსხმელმა გოლი 68-ე წუთზე გაიტანა და საკუთარი გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალში გაიყვანა.

ქალთა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე ჯგუფური ეტაპები არ იქნება და გუნდები ასპარეზობას ოლიმპიური სისტემით გააგრძელებენ.

მომდევნო მეტოქის ვინაობას „ლანჩხუთი“ 24 ნოემბერს გასამართ კენჭისყრაზე გაიგებს, მატჩები კი ორ წრედ გაიმართება. პირველი ეტაპის შეხვედრები 8-9 და 15-16 დეკემბერს გაიმართება.