მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რონალდუ „იუვენტუსის“ თანაგუნდელებს დაემშვიდობა

რინალდუ „იუვენტუსს
1630069137
სპორტი

ცნობილი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსის“ თანაგუნდელებს დაემშვიდობა. ამის შესახებ „მედუზას“ ცნობით იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს.

მისი ინფორმაციით, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა პარასკევს „იუვენტუსის" ფეხბურთელთა ვარჯიშში მონაწილეობა არ მიიღო. ის ბაზაზე 40 წუთით მივიდა და პარტნიორებს დაემშვიდობა.

რომანოს ცნობით, რონალდუ ოფიციალურ წინადადებას ელოდება ინგლისური კლუბისგან, „მანჩესტერ სიტისგან". მედიის ცნობით, რონალდუმ „სიტისთან" კონტრაქტის ბოლო დეტალები უკვე შეათანხმა. მისი წლიური ანაზღაურება 15 მლნ ევრო იქნება. ახლა მოლაპარაკება მიმდინარეობს თუ რამდენს გადაუხდის „მანჩესტერ სიტი“ „იუვენტუსს" რონალდუს სანაცვლოდ.

რონალდუ „იუვენტუსში" 2018 წლიდან თამაშობს. ამ გუნდის შემადგენლობაში ის ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, თუმცა უეფას ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო. სწორედ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება სახელდებოდა კრიშტიანუს ძირითად მიზნად „იუვენტუსის" შემადგენლობაში.

თავისი საფეხბურთო კარიერის დასაწყისში (2003-2009 წწ) რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობდა, რომელიც „სიტის“ პრინციპულ მეტოქედ ითვლება. 2009-2018 წლებში კი ის მადრიდის „რეალის“ ლიდერი იყო.