მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რონალდუს მიერ კოკა-კოლის ბოთლების გადადებამ კომპანიის აქციები გააუფასურა (ვიდეო)

რონალდუ და კოკა-კოლა
1623826659
სპორტი

პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ ბუდაპეშტში, პრესკონფერენციაზე მიტანილი კოკა-კოლას ბოთლები გადადო. „დალიეთ წყალი!“ - თქვა რონალდუმ და თავის წინ წყლის ბოთლი დადგა. ამის შესახებ theguardian.com იუწყება.

„ევრო 2020-ზე“ რონალდუს ამ ჟესტის შემდეგ გაზიანი სასმელი გიგანტის აქციები 4 მლრდ დოლარით, ან 1,6%-ით გაუფასურდა. თუ მანამდე ის 242 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა, ფეხბურთელის ანტირეკლამის შემდეგ 238 მლრდ დოლარამდე დაიწია.

კრიშტიანუ რონალდუ ცხოვრების ჯანსაღი წესის დიდი ფანატია. თავისი ჟესტით მან აჩვენა, თუ რას ფიქრობს გაზიანი სასმელების შესახებ.

პორტუგალიის ნაკრებმა 15 ივნისს ბუდაპეშტში უნგრეთის ნაკრები 3-0 დაამარცხა. კრიშტიანუ რონალდუმ ამ თამაშში ორი გოლი გაიტანა.