სპორტი

რუსები კვლავ კუდამოძუებულები გავაბრუნეთ სახლში - 22-ე გამარჯვება!

საქართველომ რუსეთი
დაამარცხა
1612702398
დაკოპირებულია

„ჩვენი გეგმის ერთ-ერთი ნაწილი სწორედ მათი დამარცხება გახლავთ. ჩვენ ვაპირებთ ვცადოთ მათ წინააღმდეგ გამარჯვების მოპოვება.“ - ასე იიმედებდა რუსეთის ნაკრების მწვრთნელი ლინ ჯონსი საკუთარ თავს, თუმცა, ტრადიცია არ დაირღვა.

რაგბის ევროპის ჩემპიონატის მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთის ნაკრებს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა და მეტოქე საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა.

პირველი ტაიმი უქულოდ დასრულდა, ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა შედეგიანი თამაში.

მეორე ნახევარში კი ქართველებმა აქტიურად დაიწყეს შეტევა, მალევე ვასილ ლობჟანიძემ თავისი ინდივიდუალური ოსტატობით ლელო დადო. თედო აბჟანდაძემ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 7:0 გახდა.

ცოტა ხანში რუსები დაჯარიმდნენ, ხოლო თედო აბჟანდაძე ჯარიმიდან ამჯერადაც ზუსტი იყო და სხვაობა 10-მდე გაიზარდა.

მიუხედავად ამისა, რუსები არ გაჩერებულან და მრავალფაზიანი სვლა ფედოტკოს ლელოთი დასრულდა, გარდასახვა გაისინმა შეასრულა და ანგარიში 10:7 გახდა.

ამის შემდეგ თედო აბჟანდაძემ კიდევ, ორი ჯარიმა გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 16:7.

„ბორჯღალოსნებმა“ რაგბი ევროპის გათამაშებაში ხუთივე თამაში მოიგეს და გათამაშების ჩემპიონები გახდნენ. ვთქვათ ისიც, რომ საქართველოს ნაკრებმა რუსეთის ნაკრები ზედიზედ მე-19-ედ და ისტორიაში 22-ედ დაამარცხა.

საქართველო - რუსეთი 16:7 (0:0)

ქულები: ლობჟანიძე (46, ლ), აბჟანდაძე (47, გ), აბჟანდაძე (53, ჯ), ფედოტკო (61, ლ), გაისინი (62, გ), აბჟანდაძე (66, ჯ), აბჟანდაძე (75, ჯ)

დავით ზალკანიანი და ივანე
მაჭავარიანი

საქართველოს ორი ვიცე-პრემიერი ეყოლება

საქართველოს ორი ვიცე პრემიერ-მინისტრი ეყოლება. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. 

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მომხრეებთან ერთად ერევნის ქუჩებში მიმდინარე მსვლელობაში მონაწილეობს. აქციის მონაწილეები ყვირიან „ნიკოლ პრემიერი!“ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" იუწყება. 

1614249630

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ინოვაციების დანერგვას განაგრძობს. ახლა უკვე სულ ახალი ბიზნეს მობილბანკის გამოყენებით, მომხმარებლებს საკუთარი ბიზნეს ოპერაციების მართვა ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია, - ამის შესახებ ინფორმაციას ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

1614249208

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე განხორციელებულ თავდასხმას ოპოზიციური პარტიები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან. 

1614248548

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2019 წლიდან განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარებისთვის ძებნილი პირი - 1972 წელს დაბადებული ბ.გ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

1614248446
საქართველოს პარლამენტის
შენობა

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებით...

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის ოთხი წევრის ვინაობა ცნობილია.

რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰო...

„სამსუნგი საქართველოში სმარტ მოწყობილობებისთვის ოფიციალურ ჰოლოგრამას იყენებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში სამსუნგის წარმომადგენლობა ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძე: მე ვურჩევ ოპოზიციას დაა...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას მოუწოდებს, რომ დაბრუნდეს პარლამენტში და მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ პროცესში.

„ანტისაოკუპაციო მიტინგზე იაქტიურა და ეს...

„გამოსავალი ნიკა მელიას გათავისუფლებაშია, რომელიც უკანონოდ იქნა დაკავებული და პოლიტიკური პატიმრის სუპერ ვარიანტს წარმოადგენს, რადგანაც ანტისაოკუპაციო მიტინგზე იაქტიურა და ეს ჩაეთვალა დანაშაულად, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.