მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსი დეპუტატები ევროპის ჩემპიონატზე უკრაინის ნაკრების ფორმის აკრძალვას მოითხოვენ

უკრაინის ნაკრების ფორმა
1623052955
სპორტი

რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრები ევროპის საფეხბურთო პირველობაზე უკრაინის ეროვნული ნაკრების ფორმის აკრძალვას მოითხოვენ. ამის შესახებ glavcom.ua იუწყება.

რუსი დეპუტატების უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ უკრაინის ნაკრების მაისურს ახატია ქვეყნის დროშა ყირიმით, რომელიც რუსეთის მიერ არის ანექსირებული, ხოლო უკანა მხარეს აწერია „დიდება უკრაინას, გმირებს დიდება!“ როგორც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრმა დიმიტრი სვიშევმა განაცხადა, უკრაინის ნაკრების მაისურებს პოლიტიკური მოწოდებები აწერია, ხოლო სპორტულ მოედნებზე პოლიტიკური დეკლარაციების ადგილი არ არის.

„იმედი მაქვს, რომ უეფა ამ ფორმას აკრძალავს. ეს არის პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირება. ასეთი ფორმის გამოყენებით კონფლიქტური სიტუაცია იქმნება. რა საჭიროა „ევრო 2021“-ზე პოლიტიკური პოზიციის დასაფიქსირებლად გამგზავრება? არსებობს საგარეო საქმეთა სამინისტრო და მან გამოხატოს პოზიცია, თუ ასე უნდა. ოღონდ სხვა მეთოდით, და არა სტადიონებზე“ - განაცხადა სვიშევმა.

რუსეთის დეპუტატის ამ განცხადებას უეფა უკვე გამოეხმაურა. ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის ეროვნული ნაკრების ფორმა უეფას მიერ არის დამტკიცებული და ის ეკიპირების მიმართ არსებულ წესებს სრულად შეესაბამება.

ცნობისთვის, ევრო 2021-ზე როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის ნაკრები მონაწილეობს. ისინი სხვადასხვა ჯგუფებში ასპარეზობენ, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში არსებობს იმის ალბათობა, რომ გუნდები ერთმანეთს შეხვდნენ.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 „ბოევიკებმა“ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 7-ჯერ დაარღვიეს