მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევის წილისყრაზე მეოთხე კალათაში იქნება

საქართველოს ნაკრები მე-4 კალათა
1605781116
სპორტი

უეფას ერთა ლიგის გათამაშება დასრულდა, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში წილისყრისთვის მეოთხე კალათაში იქნება.

2022 წლის მუნდიალის წილისყრის წინ კალათები ასე გამოიყურება:

I კალათა: ბელგია, საფრანგეთი, ინგლისი, პორტუგალია, ესპანეთი, იტალია, ხორვატია, დანია, გერმანია, ნიდერლანდები

II კალათა: შვეიცარია, უელსი, პოლონეთი, შვედეთი, ავსტრია, უკრაინა, სერბეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი

III კალათა: რუსეთი, უნგრეთი, ირლანდია, ჩეხეთი, ნორვეგია, ჩრდ. ირლანდია, ისლანდია, შოტლანდია, საბერძნეთი, ფინეთი

IV კალათა: ბოსნია, სლოვენია, მონტენეგრო, ჩრდ. მაკედონია, ალბანეთი, ბულგარეთი, ისრაელი, ბელარუსი, საქართველო, ლუქსემბურგი

V კალათა: სომხეთი, კვიპროსი, ფარერები, აზერბაიჯანი, ესტონეთი, ყაზახეთი, კოსოვო, ლიეტუვა, ლატვია, ანდორა

VI კალათა: მალტა, მოლდოვა, ლიხტანშტაინი, გიბრალტარი, სან მარინო

შედგება 10 ჯგუფი, 5 ჯგუფში 6 გუნდი იქნება, ხოლო 5 ჯგუფი ხუთი გუნდით დაკომპლექტდება. უკვე ცნობილია, რომ ერთა ლიგის ოთხთა ფინალის მონაწილენი (იტალია, ესპანეთი, ბელგია, საფრანგეთი) აუცილებლად 5-გუნდიან ჯგუფში მოხვდებიან, რადგან ორი სათამაშო ფანჯრის დროს ერთა ლიგის ოთხთა ფინალის შეხვედრები უნდა ჩაატარონ (2021 წლის 6-10 ოქტომბერს).

მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს 13 ევროპული ნაკრები მოიპოვებს. აქედან 10 საგზურს ჯგუფის პირველადგილოსნები ავტომატურად მიიღებენ, ხოლო მეორეადგილოსნები პლეი-ოფში გადაინაცვლებენ, სადაც მათ აწ დასრულებული ერთა ლიგის ჯგუფების გამარჯვებულებს შორის საუკეთესო ორი შედეგის მქონე ნაკრებები შეუერთდებიან (თუ ჩვეულებრივი შესარჩევი ციკლიდან არ მოიპოვებენ მუნდიალის ან პლეი-ოფის საგზურს).

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა 7 დეკემბერს გაიმართება. საკვალიფიკაციო ტურნირი 2021 წლის მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება, ხოლო პლეი-ოფები 2022 წლის მარტშია დაგეგმილი.