მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველო უელსთან დამარცხდა - 0:18

საქართველო უელსთან დამარცხდა
1605988924
სპორტი

შემოდგომის ერთა თასზე, იგივე რვა ერზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მეორე მატჩი ჩაატარა და ისევ უქულოდ დამარცხდა. 

ერთი კვირის წინ ლევან მაისაშვილის გუნდმა ინგლისთან 0:40 წააგო, ხოლო ამჯერად, უელსის ნაკრებთან შედარებით საპატიო ანგარიშით იწვნია მარცხი - 0:18.

დასანანია, რომ ზედიზედ ორ შეხვედრაში „ბორჯღალოსნებმა“ კინკილა ქულაც ვერ მოიპოვეს. შეტევაში არც უელსის ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრაში ყოფილა სახეირო არაფერი და თამაშის ნული ქულით დასრულებაც ლოგიკურია. საპასუხოდ, დაცვაში უფრო გამართულად ითამაშა ნაკრებმა და მხოლოდ ორი ლელო გაუშვა. პირველი ტაიმის შუაწელს და მატჩის მიწურულს.

ორ ლელოს ორი ჯარიმა და ერთი გარდასხვაც დაემატა და საბოლოოდ 0:18. ამრიგად, საქართველოს ნაკრებს ორი ტურის თავზე 0 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილი უკავია. მეორე ტურის მეორე მატჩი ინგლისის ნაკრებმა ირლანდიას დაძაბულ ბრძოლაში 18:7 აჯობა.

მესამე ტურში „ბორჯღალოსნები“ 28 ნოემბერს, ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, რითაც ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობას დაასრულებენ. შედგება თუ არა შემოდგმის ერთა თასზე მეოთხე თამაში ფიჯის წინააღმდეგ, ეს ჯერ უცნობია, რადგან მეტოქის ბანაკში კორონავირუსის ეპიდემიაა გავრცელებული და ყველაფერი ამ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.

უელსი - საქართველო 18:0 (10:0)

ქულები: შიდი (9, ჯ), ზამიტი (25, ლ), შიდი (26, გ), შიდი (51, ჯ), ვები (75, ლ)

უელსი: ვ. ჯონსი (სმითი 67), დი (პერი 70), ლი (ბრაუნი 62), ბოლი, დევისი (ჰილი 62), ბოთემი, ტიპურიჩი (ჯ.დევისი 55), უეინრაიტი, ჰარდი (ვები 55), შიდი, ზამიტი, ჯ. უილიამსი, ტომპკინსი, მაკნიკჰოლი (ჰოლმსი 42), ლ. უილიამსი (ლოიდი 58)

საქართველო: ნარიაშვილი (გოგიჩაშვილი 54), ბრეგვაძე (ჭყოიძე 62), გიგაშვილი (ყაულაშვილი 54), ქერდიყოშვილი, მიქაუტაძე (ჯაიანი 37), გიორგაძე (თხილაიშვილი 55), საღინაძე, გორგაძე, ლობჟანიძე (აფრასიძე 55), აბჟანდაძე, თოდუა (თაფლაძე 77), შარიქაძე, კვესელაძე, ტაბუცაძე (მჭედლიძე 77), ხმალაძე