მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს ჩემპიონს ფარერებზე ნამუსი ახადეს - 6:1

თბილისის დინამო
1600978102
სპორტი

ევროპა ლიგის შესარჩევის მესამე ეტაპზე თბილისის „დინამო“ ფარერების კუნძულების „კლავსიკთან“ 1:6 განადგურდა.

ეს ფარერული კლუბისთვის ისტორიული მატჩია, კუნძულელებისთვის დღევანდელი დღე ისტორიაში ოქროს ასოებით შევა.

მატჩის წინ, თბილისელები ფავორიტი იყვნენ, თუმცა სამწუხაროდ, ჩისკო მუნიოსის გუნდმა მოლოდინი ვერ გაამართლა.

ფარერებმა ანგარიში 22-ე წუთზე გახსნა. ტაიმის მიწურულს რეალური შანსი ქიმაძეს ჰქონდა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

მეორე ტაიმში „დინამო“ საერთოდ მოიშალა და 5 გოლი გაუშვა. ჰეთრიკის ავტორი კი პალლ კლეტსკარდი გახდა, რომელიც პროფესიით მეცხვარეა.

ერთადერთი გოლი თბილისელთა შემადგენლობაში პერნამბუკომ გაიტანა, თუმცა ამ გოლს სიმბოლურსაც ვერ ვუწოდებთ.

საბოლოოდ შეხვედრა 6:1 დასრულდა.

„დინამო“ : კვასხვაძე - იაშვილი, ბენიო, კობოური (74. კუხიანიძე), ქიმაძე - პაპავა, ქარდავა - ორშულა (52. პერნამბუკო), ზარია (61. კუცია), ქავთარაძე - გაბედავა.