მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრების მეკარეს იტალიაში სათამაშოდ იწვევენ

ქალი მეკარე
1624204204
სპორტი

იტალიური კლუბი საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებისა და „ლანჩხუთის“ გუნდის 21 წლის მეკარე თათია გაბუნიათი დაინტერესდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა „სპორტალი“ ავრცელებს.

ცნობას კლუბ „ლანჩხუთში“ ადასტურებენ.

„გაბუნიამ წინადადება იტალიის ქალთა სამოყვარულო მესამე ლიგის (სერია C) კლუბ „აპრილია რასინგისგან“ მიიღო. მოთამაშეს სკ „ლანჩხუთთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს. ორივე მხარის შეთანხმებით, მისი შეწყვეტის საკითხი, ამ ეტაპზე, არ განიხილება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ქართულ ქალთა ფეხბურთში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოთამაშის ტრანსფერით უცხოური კლუბი დაინტერესდა.