სპორტი

საქართველოს ნაკრები ფეხბურთის თამაშს შეეშვა - ბულგარეთთანაც გავნადგურდით

წიტაიშვილი
1631125781
დაკოპირებულია

საქართველოს ნაკრები ამჯერად ბულგარეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში 1:4 განადგურდა და ასე ომახიანად ჩაამთავრა სექტემბრის შეკრება. თუმცა, ესეც პროგრესია და ქართული ფეხბურთის წარმატება, წინა ორი მატჩი სოფიაში 2:6 წავაგეთ.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ესპანეთთან მატჩთან შედარებით 9 ფეხბურთელი შეცვალა და ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ გურამ გიორბელიძე და ლუკა ლოჩოშვილი დატოვა. დებიუტი ჰქონდათ გიორგი მამარდაშვილსა და საბა ხვადაგიანს, პირველად ითამაშა სასტარტოში სანდრო ალთუნაშვილმა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე 2020 წლის სექტემბრის შემდეგ მოხვდა პირველად ძირითადში.

გიორგი მამარდაშვილს ნაკრებში დებიუტი ჰქონდა, მან გოლი მატჩის დასაწყისშივე გაუშვა, ნედელევმა ჯარიმა გაუტანა, ლამაზი, მაგრამ არა აუღებელი და ქართველ მეკარეს უკეთ თამაში ალბათ მართებდა. პირველ ტაიმში ბულგარელებმა კიდევ ორჯერ გაიტანეს, ჯერ პენალტით ილიევმა იხეირა, მერე ახლო მანძილიდან სპას დელევმა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ხრისტოვმა თავით აიღო ქართველთა კარი. 4:0-ზე ბულგარეთის ნაკრები გაჩერდა და საქართველომ პრესტიჟის გოლი გაიტანა. ზურიკო დავითაშვილმა საჯარიმოში ბოლომდე იბრძოლა და ერთი ბურთი გაქვითა, ეს ზურიკოს სადებიუტო გოლი იყო ეროვნული ნაკრების მაისურით. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა. შედეგად - 1:4.

ამრიგად, ეს თვე ჩავლილია. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 9 ოქტომბერს, ბათუმში, საბერძნეთის ნაკრებთან ჩაატარებს.

ბულგარეთი - საქართველო 4:1 (3:0)

სოფია, „ვასილი ლევსკი“

ბულგარეთი (4-1-4-1): მიხაილოვი; ა. ხრისტოვი, პ. ხრისტოვი, ბოჟიკოვი, ველკოვსკი; ჩოჩევი (ვიტანოვი 68); ი. ილიევი (კარაგერენი 67), ნედელევი (იანკოვი 60), დ. ილიევი (კრასტევი 74), ცონევი (კოსტადინოვი 74); დელევი (კირილოვი 60)

მწვრთნელი: იასენ პეტროვი

საქართველო (3-4-3): მამარდაშვილი; ხვადაგიანი, ხოჭოლავა, ლოჩოშვილი; კაკაბაძე, დაუშვილი (აბურჯანია 59), ალთუნაშვილი (მამუჩაშვილი 59), გიორბელიძე; წიტაიშვილი (ქვილითაია 70), მიქაუტაძე, ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 59)

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

გოლები: 1:0 ნედელევი (20), 2:0 დ. ილიევი (34, პენ), 3:0 დელევი (44), 4:0 ა. ხრისტოვი (53), 4:1 დავითაშვილი (77);

გაფრთხილება: ცონევი (29), ბოჟიკოვი (36), დელევი (57) - კაკაბაძე (34), დაუშვილი (58), ლოჩოშვილი (73);

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 16 (9) – 20 (3) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 3:6 თამაშგარე: 1:2;

მსაჯი: ი. სტოიჩევსკი (ჩრდ. მაკედონია).

„თავისუფლება მიშას“ -
რუსთავის ციხესთან
სააკაშვილის მხარდამჭერი
აქცია დაიწყო

„თავისუფლება მიშას“ - რუსთავის ციხესთან...

რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია დაიწყო.

ქუთაისი ჩემი დედულეთია და მე მივეცი ჩემს თავს უფლება ჩამოვიდე და ასე ხმამაღლა დავუდგე გვერდით ბატონ სოსოს, - ამის შესახებ ხათუნა ჟორდანიამ ქუთაისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის მხარდამჭერ შეხვედრაზე განაცხადა.

1635084330

საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების მუხლებით წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

1635083551

„მოგეხსენებათ, თელავში ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი, ლევან ანდრიაშვილი, ძალიან წესიერი, კეთილსინდისიერი კაცი, გამოცდილი საჯარო მოხელე, რომელმაც თავისი საქმიანობით დაამტკიცა, რომ არის წარმატებული ახალგაზრდა კაცი, მოტივირებული თავისი თელავისთვის და თელაველებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

1635083233

უგანდას დედაქალაქ კამპალაში ტერორისტულ თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

1635082971
პარლამენტის დატოვებას
განიხილავს სააკაშვილი,
ხაზარაძის პარტია - გზა
დამილოცია, რა უნდათ მათ
პარლამენტში?

სააკაშვილის ეს მასკარადი და ეს თეატრი 30 ოქტო...

„სააკაშვილის ეს მასკარადი და ეს თეატრი 30 ოქტომბერს დასრულდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

ირაკლი კობახიძე: თიანეთში გვყავს ძალიან...

თიანეთში გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი ლევან წიკლაური, მას პირველ ტურშიც ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა, აქედან გამომდინარე, არ გაუჭირდება მეორე ტურში მოგება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თიანეთში გამართული შეხვედრის შემდეგ.

ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის...

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართულ ოცნებაში“ ავრცელებენ.

ირაკლი ღარიბაშვილი - 45 ხმა დააკლდა ჩვენ...

„45 ხმა დააკლდა ჩვენს კანდიდატს ცაგერში და 55 ხმა ჩვენს კანდიდატს ბაღდათში. ჩვენ რომ რაიმე არაკანონიერის გაკეთება გვნდომებოდა, ჩვენს ხელშია ყველა რესურსი, მარტივად შეიძლებოდა ამით მანიპულირება, მაგრამ ჩვენ ამას არ ვკადრულობთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თიანეთში განუცხადა.