სპორტი

საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრას, სომხეთის წინააღმდეგ, პოლონეთში გამართავს

ეროვნული გუნდი პოლონეთში
12:49 11.10
დაკოპირებულია

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრას სომხეთის წინააღმდეგ, პოლონეთში გამართავს. უეფას გადაწყვეტილებით, მატჩი, რომელიც ერევანში უნდა გამართულიყო, პოლონეთის ქალაქ ტიხში შედგება.

საქართველოს ნაკრები შეხვედრის მასპინძელ ქვეყანაში მატჩამდე ერთი დღით ადრე გაემგზავრა. ვლადიმირ ვაისის გუნდი თბილისიდან ქალაქ კატოვიცეში ჩარტერული ავიარეისით ჩავიდა.

მატჩამდე 24 საათით ადრე, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ქალაქ ტიხის ცენტრალურ სტადიონზე ერთი საათი ივარჯიშა. პოლონეთში ჩვენი გუნდი 25 ფეხბურთელთან ერთად იმყოფება. გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე და გიორგი ჩაკვეტაძე სომხეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ დაგეგმილ შეხვედრებს ტრავმის გამო გამოტოვებენ.

საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა, ასევე ეროვნული ნაკრების წევრებმა გიორგი აბურჯანიამ და ლევან შენგელიამ მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრეს.

ვლადიმირ ვაისი: "ერთა ლიგის ხვალინდელ შეხვედრაში არაერთი ცვლილება იქნება. ტრავმის გამო კაკაბაძე გამოგვაკლდა, ასევე გურამ კაშია. ისინი უახლოეს დღეებში კლუბებში დაბრუნდებიან და მომდევნო მნიშვნელოვანი სანაკრებო თამაშისთვის მოემზადებიან.

წინა მატჩის შემდეგ, შემადგენლობაში ცვლილებებს ვგეგმავთ, შანსი მიეცემათ იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც ბოლო შეხვედრაში არ უთამაშიათ და საკუთარი შანსის მოლოდინში არიან.

ბელარუსთან გამარჯვების შემდეგ, სადაც პლეი-ოფის ფინალის საგზური მოვიპოვეთ, უკვე ხვალინდელი თამაშისთვის ვემზადებით. სომხეთს მხითარიანის სახით დიდი ვარსკვლავი ჰყავს. ვფიქრობ, ხვალ განსხვავებული თამაში იქნება. ჩვენს მოწინააღმდეგეს ასევე საკმაოდ გამოცდილი ესპანელი მწვრთნელი ჰყავს."

გიორგი აბურჯანია: "ფსიქოლოგიურად კარგად ვართ, იქიდან გამომდინარე, რომ წარმატებით დავასრულეთ ბელარუსთან თამაში. მოედანზე კარგი განწყობით გავალთ და შევეცდებით ეს ყველაფერი შედეგში ავსახოთ. ქართული ფეხბურთისთვის მნიშნველოვანია С ჯგუფშიც წარმატების მიღწევა და შევეცდებით ხვალინდელი თამაშით, წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ."

ლევან შენგელია: "პირველ რიგში მინდა მთელ საქართველოს მივულოცო ბელარუსთან გამარჯვება, ახლა რაც შეეხება სომხეთთან თამაშს, მნიშვნელოვანი იქნება კონცეტრირება მოვახდინოთ კონკრეტულად ამ თამაშზე და წარმატებას მივაღწიოთ. ჩვენთვის პრირიტეტულია ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა და B ლიგაში გადასვლა."

ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა ქალაქ ტიხის სტადიონზე 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.


წყარო: GFF

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე 5 წლის ბავშვი...
23:35 20.10
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ნგრევად შენობებში მცხოვრებ 274 დ...
23:11 20.10
„ეს არ არის ივანიშვილის გუნდი. ეს არის კობახიძის გუნდი და კობახიძე ვერანაირ არჩევნებს ვერ მოიგებს. მ...
23:03 20.10
ბიზნესმენ გოგი თოფაძის განცხადებით, მისი შვილიშვილის მკვლელობის მცდელობაში ბალდებული ბუსა ჟვანიასთვი...
22:16 20.10
გამყრელიძის მოადგილე პაატა იმნაძე: ტესტირებისთვის კარვების დადგმის...
„კარვების დადგმის გადაწყვეტილება ცოტა პოპულისტური იყო ჩვენი მხრიდან. ბათუმში 5 კარავი იყო გაშლილი. ა...
21:49 20.10
ბექა ლილუაშვილი: ეკონომიკაში ერთი მილიარ...
„მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ჩაიდება ერთი მილიარდი ლ...
ბექა ლილუაშვილი: „ქართული ოცნების“ მთავა...
„დღეს არსებული გლობალური პანდემიის და რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური გამოწვ...
საქართველოსა და ლონდონის სავაჭრო-სამრეწვ...
გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ლონდონის სავაჭრ...