მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს ნაკრების კალენდარი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია

საკვალიფიკაციო ეტაპი
1607492675
სპორტი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფის მონაწილეა. ყატარის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის წილისყრა შვეიცარიის ქალაქ ციურხიში 8 დეკემბერს გაიმართა. საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები სულ რვა შეხვედრას ჩაატარებს.

ჩვენი გუნდი შესარჩევ რაუნდს 2021 წლის, 25 მარტს შვედეთთან მატჩით იწყებს და 2021 წლის, 11 ნოემბერს შვედეთთან საშინაო შეხვედრით დაასრულებს.

B ჯგუფის კალენდარი


⚽ 25 მარტი
შვედეთი - საქართველო

⚽ 28 მარტი
საქართველო - ესპანეთი

⚽ 31 მარტი
საბერძნეთი - საქართველო

⚽ 2 სექტემბერი
საქართველო - კოსოვო

⚽ 5 სექტემბერი
ესპანეთი - საქართველო

⚽ 9 ოქტომბერი
საქართველო - საბერძნეთი

⚽ 12 ოქტომბერი
კოსოვო - საქართველო

⚽ 11 ნოემბერი
საქართველო - შვედეთი