მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კოსოვოსთან ცნობილია

დამარცხებული ნაკრები
1630593771
სპორტი

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები მეოთხე მატჩს ჩაატარებს. ვილი სანიოლის გუნდი ბათუმში კოსოვოს დაუპირისპირდება და უკვე ცნობილია გუნდების ძირითადი შემადგენლობები.

ვილი სანიოლმა 4-2-3-1 სისტემით თამაში გადაწყვიტა და ძირითად შემადგენლობაში გაამწესა დებიუტანტი გიორგი წიტაიშვილი. სხვა მხრივ კი, ორივეს სასტარტო შემადგენლობა ასეთია:

საქართველო (4-2-3-1): ლორია; ჩაბრაძე, კაშია, ხოჭოლავა, აზაროვი; აბურჯანია, კანკავა; წიტაიშვილი, კიტეიშვილი, ყაზაიშვილი; ქვილითაია.

კოსოვო (4-3-3): მურიჩი; ვოივოდა, რაჰმანი, ალიტი, ჰადერგიონაი; ჰალიმი, დრესევიჩი, ბერიშა; კასტრატი, მურიქი, რაშანი.

შეგახსენებთ, მატჩი 2 სექტემბერს 20:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ჯგუფში 1 ქულით მეოთხე ადგილი უკავია, ხოლო კოსოვო უქულოდ მეხუთე საფეხურზეა. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო შეხვედრას 5 სექტემბერს, ბადახოსში, ესპანეთთან გამართავს.