მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ გივი ჭიჭინაძე აირჩიეს

სამტრედიის, წყალტუბოს, ვანის და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი, 2020 წ.
1617044344
სპორტი

2021 წლის 29 მარტს საქართველოს რაგბის კავშირის ახლადარჩეული გამგეობის პირველი სხდომა გაიმართა.  გამგეობის წევრებმა თავისი რიგებიდან გამგეობის თავმჯდომარედ ერთხმად გივი ჭიჭინაძე აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს. 

თორნიკე გოგებაშვილმა, რომელიც 2020 წლის აგვისტოდან ახორციელებდა რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ფუნქციებს, გამგეობის წევრებს კავშირის საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა, რა დროსაც ისაუბრა კავშირის ფინანსურ მდგომარეობაზე და არსებულ გამოწვევებზე.

ამის შემდეგ, იოსებ ტყემალაძემ გამგეობას თავისი ხედვის შესახებ მოახსენა, რომელიც რაგბის კავშირის კრიზისიდან გამოსვლის გეგმას ეხებოდა და შესთავაზა გამგეობის წევრებს, ეფიქრათ მის მიერ გაჟღერებულ პრობლემათა გადაჭრის გზებზე და სურვილის შემთხვევაში, განსახილველად წარმოედგინათ თავიანთი წინადადებები შემდგომ გამგეობის სხდომებზე.

გამგეობის სხდომამ ასევე, სხვა საკითხები განიხილა, რომლებიც კავშირის ახალი წესდების პროექტს ეხებოდა, განახლებული სადისციპლინო რეგულაციების მიღების საჭიროებას, კაცთა ლიგებში COVID-19-თან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებს, ინფრასტრუქტურულ საკითხებს, საფესტივალო ტურნირებს და ბავშვთა რაგბის საჭიროებებს საქართველოში, ბავშვთა რაგბის განვითარების ჭრილში.