FIBA-მ ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის წინ განახლებული Power Ranking-ი შეადგინა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ნაკრებმა მთელი 6 პოზიციით წინ წაიწია.
გარდა იმისა, რომ საქართველო მე-6 პოზიციაზე აღმოჩნდა, ილიას ზუროსის გუნდმა ისეთ ნაკრებებს აჯობა, როგორებიც სლოვენია, ესპანეთი და სერბეთი არიან.
'საქართველო კვლავ შესანიშნავია. 4:0-ზე ისინი მასპინძლები იქნებიან. სულ ესაა'', - წერს FIBA-ს ოფიციალური საიტი საქართველოს ნაკრების შესახებ.
საქართველოს ორი ვიცე პრემიერ-მინისტრი ეყოლება. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ინოვაციების დანერგვას განაგრძობს. ახლა უკვე სულ ახალი ბიზნეს მობილბანკის გამოყენებით, მომხმარებლებს საკუთარი ბიზნეს ოპერაციების მართვა ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია, - ამის შესახებ ინფორმაციას ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
ჟურნალისტ ვახო სანაიაზე განხორციელებულ თავდასხმას ოპოზიციური პარტიები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2019 წლიდან განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარებისთვის ძებნილი პირი - 1972 წელს დაბადებული ბ.გ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის ოთხი წევრის ვინაობა ცნობილია.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გივი მიქანაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას მოუწოდებს, რომ დაბრუნდეს პარლამენტში და მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ პროცესში.
„გამოსავალი ნიკა მელიას გათავისუფლებაშია, რომელიც უკანონოდ იქნა დაკავებული და პოლიტიკური პატიმრის სუპერ ვარიანტს წარმოადგენს, რადგანაც ანტისაოკუპაციო მიტინგზე იაქტიურა და ეს ჩაეთვალა დანაშაულად, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთის ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით „ივანიშვილის რეჟიმი გონს უნდა მოვიდეს და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ“.