მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელად იური ვერნიდუბი განიხილება

საფეხბურთო მწვრთნელი
1606833999
სპორტი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე იური ვერნიდუბის კანდიდატურა განიხილება. როგორც უკრაინული გამოცემა footballgazeta იტყობინება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია რამდენიმე კანდიდატს განიხილავს და მათ შორის ერთ-ერთი 54 წლის უკრაინელია.

54 წლის სპეციალისტი ბოლოს სოლიგარსკის „შახტიორის“ თავკაცი იყო, ხოლო მანამდე მხოლოდ უკრაინაში უმუშავია, კონკრეტულად ორ გუნდში - ზაპოროჟიეს „მეტალურგსა“ და ლუგანსკის „ზორიაში“, რომელიც ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. რაც შეეხება სანაკრებო გამოცდილებას, მას აქამდე არცერთი ქვეყნის მთავარი გუნდი არ გაუწვრთნია.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ვლადიმირ ვაისის გადადგომის შემდეგ, რომელმაც თანამდებობა ორი კვირის წინ დატოვა, თავისუფალია.

ჩვენი ქვეყნის მთავარ საფეხბურთო ნაკრებს უახლოესი მატჩი 2021 წლის მარტში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ელოდება, რომლის წილისყრა 7 დეკემბერს გაიმართება.