მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საშინელი ნაკრები - ჩვენგან არაღიარებულ ქვეყანასთანაც კი წავაგეთ

ნაკრები
1630606040
სპორტი

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრები ბათუმში კოსოვოსთან 0:1 დამარცხდა. ინფორმაციისთვის, კოსოვო საქართველოს მიერ ქვეყნად აღიარებული არ არის. ჩვენი მეტოქე კი, სულ რამდენიმე წელია მონაწილეობს ოფიციალურ ტურნირებში. საქართველოს ნაკრებს კი ფიფასთან გააჩნდა ვალდებულება, რომ კოსოვოსთვის ემასპინძლა.

ჯვაროსნებმა უსუსტესი თამაში აჩვენეს და საგოლე მომენტიც ვერ შექმნეს. ეს იყო ერთ-ერთი უსახური მატჩთაგანი, რომელიც საქართველოს ნაკრებისგან გვახსოვს.

შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც მატჩის დასაწყისში ვედათ მურიქის აქტიურობით დაიწყო და დავით ხოჭოლავას ავტოგოლით დასრულდა. საბოლოოდ ამ გოლმა 3 ქულა კოსოვოს არგუნა.

საქართველოს შეეძლო უფრო დიდი ანგარიშითაც წაგება, თუმცა გიორგი ლორია მოწოდების სიმაღლეზე იყო და კოსოვოელი ფეხბურთელების დარტყმის სიზუსტე არც თუ ისე იდეალური იყო.

ამ მატჩში კითხვის ნიშნის ქვეშ ჩვენი ნაკრების შემადგენლობა იყო. საწყის ეტაპზე საქართველოს ნაკრების თავკაცმა ვილი სანიოლმა გამოიძახა ფეხბურთელები, რომლებიც ამ ეტაპზე ნაკრებში თამაშს ნამდვილად არ იმსახურებდნენ. ხოლო რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ტაქტიკური შემადგენლობაც არასწორი იყო და მოედანზე გამოსული 11-ეულიც არ იყო საუკეთესო, არც ცვლილებები იყო შესაბამისი.

ფეხბურთელების მხრიდანაც უფანტაზიო თამაში ვიხილეთ, მათი მოქმედებები არ იყო ლოგიკური და კომბინაციის ჩანასახიც არ გააჩნდა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებს 4 მატჩის შემდეგ ჯგუფში ერთადერთი ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა, 5 სექტემბერს კი, ბადახოსში, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.