მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შოთა არველაძე: სტადიონზე გულშემატკივრების ყოფნა ჩვენი მთავარი იარაღი უნდა ყოფილიყო

ფაჰთაქორის მწვრთნელი
1605266522
სპორტი

„ძალიან სამწუხაროდ და ყველასთვის გულსატკენად დასრულდა მატჩი, რომელსაც 2 წელი ველოდით. თუმცა, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ - ასეთი მნიშვნელობის მატჩი, ჯერ ამ ნაკრებს, ამ ფეხბურთელებს არ უთამაშიათ“, - ამის შესახებ ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ ჩრდ. მაკედონიასთან საქართველოს საფეხბურთო ნაკრების დამარცხების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო, რომ სტადიონზე გულშემატკივრების გარკვეული რაოდენობა მაინც დაეშვათ.

„ასეთმა წნეხმა, პასუხისმგებლობამ, ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ და ცარიელმა ტრიბუნებმა ფეხბურთელებზე ყველაზე მეტად იმოქმედა. ნამდვილად ვერ მოვიწონებ და ვერ დავეთანხმები გადაწყვეტილებას, სტადიონზე გულშემატკივრის არ დაშვების შესახებ. ეს ჩვენი მთავარი იარაღი უნდა ყოფილიყო. ვალდებულები ვიყავით ეს ფაქტორი ჩვენ სასიკეთოდ გამოგვეყენებინა.

ამხელა ქალაქში, ამხელა სტადიონზე ამის ორგანიზება შეიძლებოდა. გულშემატკივარი იმსახურებდა ამ მატჩზე ყოფნას და ფეხბურთელებიც იმსახურებდნენ მათ მხარდაჭერას. მიუხედავად მძიმე შედეგისა, ეს მარცხი კარგ გამოცდილებად უნდა ვაქციოთ და უნდა ვცადოთ, რომ ამ რანგის მატჩები კიდევ ვითამაშოთ.

არც აქამდე გავსულვართ დიდ საფეხბურთო ფორუმზე, არც ჯგუფური ეტაპი მოგვიგია და არც ფინალში გვითამაშია. ამიტომ, სწორი დასკვნები უნდა გავაკეთოთ და იმ მიზნისკენ სიარული, რომელსაც ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ქვია, გუშინდელი დღით არ უნდა დავასრულოთ. მოდის თაობა, რომელიც ამას მიაღწევს“, - აღნიშნავს შოთა არველაძე.

👉ინფორმაციისთვის, საქართველოს ნაკრები ისტორიულ შეხვედრაში დამარცხდა. 56-ე წუთზე მაკედონიელთა ლეგენდამ გორან პანდევმა თამაშის ერთადერთი გოლი გაიტანა.

👉ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ჩრდ. მაკედონიელებმა მოიპოვეს

👉 თამაშის დასრულების შემდეგ ვლადიმერ ვაისმა განაცხადა, რომ მწვრთნელის პოსტს ტოვებს