მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შვედეთის დაცვის კედელი და ესპანური უფანტაზიო შეტევა - შედეგი ფრე

ესპანეთი შვედეთი
1623705246
სპორტი

ევრო 2020-ის მე-4 სათამაშო დღე ესპანეთსა და შვედეთს შორის უგოლო ფრით დასრულდა.

დღის ბოლო და ცენტრალურ შეხვედრაში „ფურია როხა“ საკუთარ სტადიონზე შვედეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და არაერთი მცდელობის მიუხედავად, მეტოქის კარის აღება ვერ მოახერხა.

მატჩში ყველაზე რეალური შანსი ალვარო მორატას მიეცა, რომელმაც ერთ მომენტში ერთი ერთზეც გავიდა მეკარესთან, მაგრამ კარს ააცილა.

ჯამში, ესპანელებმა მეტოქის კარისკენ 14-ჯერ გაისროლეს, საიდანაც 4 დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა, მაგრამ შვედეთის მეკარე ოლსენი ყველა დარტყმას გაუმკლავდა.

თავის დაცვაზე ორიენტირებულ შვედეთს კი 4 დარტყმა ჰქონდა და ზუსტი - არცერთი. საბოლოო ჯამში კი შვედეთის ძლიერი დაცვა და ესპანეთის უფანტაზიო შეტევა, 0:0 ანგარიშზე აისახა,

ამრიგად, ჯგუფში სლოვაკეთი ლიდერობს, რომელმაც დღეს გამართულ შეხვედრაში პოლონეთს 2:1 მოუგო.