მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომეხი ფეხბურთელი: საქართველოს წაგება ჩვენი ქომაგების ნაწილს გაუხარდა

სომეხი ფეხბურთელი
1605370399
სპორტი

სომხეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ხოაკინ კაპაროსს საქართველოსთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე გევორგ ღაზარიანი ახლდა. გამოცდილმა სომეხმა ფეხბურთელმა მოახლოებულ შევხედრაზე ისაუბრა და დარწმუნებულია, რომ სომხეთს მატჩის მოგება შეუძლია. 

„იყვნენ სომეხი გულშემატკივრები, რომლებსაც საქართველოს ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგება გაუხარდათ, მაგრამ ბევრი ისეთიც იყო, რომლებიც მხარს საქართველოს უჭერდნენ. ჩემი აზრით, არც თუ არასასურველი შედეგი საქართველოს ნაკრებზე ფსიქოლოგიურად უარყოფით გავლენას მოახდენს, მაგრამ საქართველო ძალიან კარგი გუნდია. ამიტომაც, ჩვენ მხოლოდ ამის იმედზე არ ვიქნებით, კონცენტრაციას შევინარჩუნებთ და აქცენტს ჩვენს თამაშზე გავაკეთებთ.

მხითარიანის არყოფნაში მზად ვარ, რომ ლიდერობა ჩემს თავზე ავიღო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ლიდერები ინდივიდუალურად კი არა, არამედ გუნდურად უნდა ვიყოთ. ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ხვალ გამარჯვება და შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიის დამარცხებაც“, - აღნიშნა ღაზარიანმა.

👉 შეგახსენებთ, მეორე ჯგუფში საქართველოს ნაკრებს 4 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ-მეორე ადგილებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად იყოფს. სომხეთის ნაკრები 5 ქულით მესამე პოზიციაზეა.

👉 საქართველო - სომხეთის მატჩი 15 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.