მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კვარაცხელია შეიძლება „ბაიერნში“ ვიხილოთ - sport1.de

კვარაცხელია ბაიერნში?
1617092043
სპორტი

ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე უცხოური გამოცემები მორიგ სტატიას აქვეყნებენ. „კვარაცხელია ბაიერნში?“ - ამ სათაურით სტატია sport1.de -ში დაიბეჭდა. 

გერმანული გამოცემის ინფორმაციით, ბუნდესლიგაში ქართველ ფეხბურთელებს ადრეც უთამაშიათ. ალექსანდრე იაშვილის, ლევან კობიაშვილის და ლევან ცქიტიშვილის სახელები გერმანელმა გულშემატკივარმა კარგად იცის. თუმცა „ბაიერნში“ არცერთს არ უთამაშია.

როგორც კვარაცხელიას ოფიციალურმა აგენტმა მამუკა ჯუღელმა განაცხადა, კვარაცხელია შეიძლება „რეალში“ ან „ბაიერნში“ ვიხილოთ. ამის შესახებ მან გამოცემა Estadio Deportivo-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ამჟამად ხვიჩა კვარაცხელია რუსეთში, ყაზანის „რუბინში“ თამაშობს. ის ძირითადად მარცხენა ფლანგიდან უტევს, მაგრამ მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია თამაში. 20 თამაშში მან 3 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი მიითვალა" - წერს sport1.de.

🔴 კვარაცხელია ესპანელი მცველებისთვის ნამდვილ კოშმარად იქცა - ესპანური მედია

🔴 „არარეალური გოლი გაგვიტანეს, არ გაგვიმართლა ბოლო წუთებში“ - ხვიჩა კვარაცხელია