მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის ჩემპიონია

ტატო გრიგალაშვილი
1632595998
სპორტი

ზაგრების გრან პრიზე ტატო გრიგალაშვილი ჩემპიონი გახდა. ქართველმა ძიუდოისტმა 81 კგ წონით კატეგორიაში შესანიშნავად იასპარეზა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ტატო პირველი წრისგან თავისუფალი იყო, შემდეგ კი მოლდაველი ნიცონ ზაბოროსჩიუ დაამარცხა, რასაც ფრანგ ბაპტისტე პიერთან გამარჯვება მოჰყვა და ნახევარფინალში აღმოჩნდა. იქ გრიგალაშვილმა ნიდერლანდელი ჯიმ ჰეიმანიც დაამარცხა და ფინალში ბრაზილიელ გილერმე შმიდტს შეხვდა, რომელსაც ვაზარით მოუგო და ზაგრების გრან პრის ჩემპიონობა მოიპოვა.

იხილეთ აგრეთვე:

📣ტატო გრიგალაშვილმა ნახევარფინალში ნიდერლანდელი მეტოქე 23 წამში დაამარცხა