ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მასტერსზე ტატო გრიგალაშვილმა 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოსტმა საქართველოს დელეგაციას დოჰას მასტერსზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
ტატო პირველი წრისგან თავისუფალი იყო, ხოლო მეორე ეტაპზე უნგრელი ატილა უნგვარი დაამარცხა, რასაც იტალიელ ანტონიო ესპოზიტოსთან გამარჯვება მოჰყვა.
მეოთხედფინალში გრიგალაშვილის მეტოქე რუსი ალან ხუბეცოვი გახლდათ და ჩვენებურმა შანსი მასაც არ მისცა, ნახევარფინლაში კი სამხრეთ კორეელ ლი სეუნგოს დამარცხება შეძლო. ფინალში ტატოს მეტოქე ნიდერლანდელი ფრანკ დე ვიტი გახლდათ და დამაჯერებლად, იპონით იმარჯვა.
ამავე წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე გამოდიოდა, თუმცა სამწუხაროდ მან პირველივე შეხვედრაში მონღოლ საეიდ მოლაეისთან წააგო, შემდეგ ეტაპზე ისიც დამარცხდა და ლუკამ რეპეშაჟის შანსიც დაკარგა.
73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილისთვისაც წარუმატებელი გამოდგა დოჰას მასტერსი. 2012 წლის ოლიმპიური ჩემპიონი პირველივე შეხვედრაში ისრაელის წარმომადგენელ ტოჰალ ბუტბულთან დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
აქვე გეტყვით, რომ გუშინ ბრინჯაოს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) მოიპოვა. ხვალ დოჰას მასტერსზე ბოლო საშეჯიბრო დღეა, ქართველი ძიუდოისტებიდან კი ტატამზე ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), ლაშა ბექაური (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ), გელა ზაალიშვილი (+100 კგ), ლევან მატიაშვილი (+100 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) გავლენ.
საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 998 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov-ზე განახლდა.
პოლონელი ევროპარლამენტარი, „ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების” ჯგუფის წევრი რიშარდ ჩარნეცკი საავტორო სტატიას აქვეყნებს სათაურით „ორი ჯორჯიის ამბავი“.
შეზღუდვების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე და აცხადებს, რომ ბიზნესის სექტორი დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივებას ვეღარ გაუძლებს.
წმინდა საყდრის სადესპანოს დუაენი ჟოზე აველინო ბეტანკური, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის სახელით, დავით ზალკალიანს საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე დანიშვნას ულოცავს
რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციაზე რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. აქცია რუსეთის 93 ქალაქში იმართება. ამის შესახებ Meduza იუწყება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მან მიაღწია შეთანხმებას Pfizer / BioNTech–თან და შესაძლებელია თებერვალში დაიწყოს ვაქცინების მიწოდება ღარიბი და დაბალი საშუალო შემოსავლის ქვეყნებში.
„თქვენი არჩევა წარმოადგენს შთამბეჭდავ გზავნილს მთელი მსოფლიოსთვის, ჩემი ქალიშვილის ჩათვლით, რომ აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, ყველა ქალს ჩვენს პლანეტაზე ნებისმიერი მიზნის მიღწევა შეუძლია“, - ამ სიტყვებით ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კამალა ჰარისს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავებას.
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საერთაშორისო სამშვიდობო მისია დაასრულა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.
ბრიტანული გამოცემა The Guardian სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ 21 იანვარს მიღებულ გადაწყვეტილებას სტატიას უძღვნის. სტატიის სათაურია „მოსკოვი პასუხისმგებელია 2008 წელს საქართველოში მშვიდობიანი ადამიანების მკვლელობაზე, ძარცვაზე და საცხოვრებელი სახლების განადგურებაზე“.