მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტატო გრიგალაშვილმა ნახევარფინალში ნიდერლანდელი მეტოქე 23 წამში დაამარცხა

ტატო გრიგალაშვილი
1632578171
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის ფინალში ოქროს მედლისთვის იჭიდავებს.

ის პირველი წრიდან თავისუფალი იყო, რის შემდეგაც მან მოლდაველ ნიკონ ზაბოროსკიუჩს აჯობა, მომდევნო წრეში კი ფრანგი ბაპტისტ პიერი დაამარცხა.

ტატომ ნახევარფინალში ნიდერლანდელ ჯიმ ჰეიმანს სძლია და ფინალში გავიდა, სადაც ბრაზილიელი გილერმე შმიდტის შეხვდება.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.