მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის „ლოკომოტივის" და „დინამოს" სავარაუდო მეტოქეები პლეი ოფში ცნობილია

ევროპა ლიგა
1600434378
სპორტი

დღეს, 18 სექტემბერს, უეფას შტაბ ბინაში ევროპალიგის შესარჩევის პლეი ოფის ეტაპის წილისყრა გაიმართა. სადაც თბილისის „დინამოსა" და „ლოკომოტივის" სავარაუდო მეტოქეები გაირკვა.

თუ „დინამო“ ფარერულ „კლაკსვიკის" ბარიერს დაძლევს, მისი მეტოქე მოლდავურ „შერიფს" და ირლანდიურ „დანდალკს" შორის გაირკვევა.

ხოლო „ლოკომოტივი" თუ ესპანურ „გრანადას" აჯობებს, მისი მეტოქე შვედურ „მალმიოსა" და ხორვატიული „ლოკომოტივს" შორის საუკეთესო იქნება.

პლეი ოფის შეხვედრები 1 ოქტომბერს გაიმართება.

შეგახსენებთ 17 სექტემბერს თბილისის „ლოკომოტივმა" მოსკოვის „დინამო" 2:1 დაამარცხა, ხოლო თბილისის „დინამომ" უელსური „ნომედსი" 1:0 დაამარცხა.