მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის მასტერ ლიგის გამოკითხვაში გულშემატკივრის რჩეული ნიკოლოზ გაბრიჩიძე გახდა

მასტერ ლიგის გამოკითხვაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ
1607698603
სპორტი

თბილისის მასტერ ლიგის გამოკითხვაში გულშემატკივრის რჩეული ხმათა უმრავლესობით ნიკოლოზ გაბრიჩიძე გახდა. მასტერ ლიგის წარმომადგენლობის ცნობით, მას 2020 წლის გალა-დაჯილდოებაზე ტურნირის სპონსორი Apple City-სგან  სკუტერი Mi Electric Scooter Pro 2 გადაეცემა.

მასტერ ლიგის გამოკითხვაში გამარჯვებულების სამეული:

🏆 პირველი ადგილი - ნიკოლოზ გაბრიჩიძე (1572 ხმა)

🏆 მეორე ადგილი - ნიკოლოზ მანგოშვილი (1375 ხმა)

🏆 მესამე ადგილი - ვასილ აფციაური (1306 ხმა)

როგორც თბილისის 7x7 ფეხბურთის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ჩალაძე აღნიშნავს, გამოკითხვა 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც გულშემატკივარს თავისი რჩეული თბილისის საფეხბურთო გუნდების საუკეთესო მოთამაშეებს შორის უნდა გამოევლინა.

„გამოკითხვა დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო და მასში 8 გუნდის თითო საუკეთესო ფეხბურთელი იღებდა მონაწილეობას. თბილისის მასტერ ლიგაში სულ 20 გუნდი მონაწილეობდა, რომელთა შორის საჩემპიონო ფლეიოპში სწორედ ეს 8 გუნდი გავიდა.

გამარჯვებულს, ნიკოლოზ გაბრიჩიძეს ჩვენი გენერალური სპონსორისგან გადაეცემა პრიზი, ხოლო დანარჩენი მონაწილეები სხვა ნომინაციებზე იქნებიან წარდგენილი და ისინი წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ინდივიდუალურ პრიზებს მიიღებენ“, - განაცხადა ლაშა ჩალაძემ.

მისი თქმით, დაჯილდოება წლის ბოლომდე გაიმართება და მასში საქართველოს თასის გათამაშებაში სხვადასხვა პოზიციებზე მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელებიც დაჯილდოვდებიან.

ინფორმაციისთვის, ააიპ 7x7 ფეხბურთის ასოციაცია 2019 წლის 7 თებერვალს დაფუძნდა. ასოციაცია ქმნის და ორგანიზებას უწევს 7x7 საფეხბურთო ჩემპიონატებს, სამომავლოდ კი 7x7 ფეხბურთის, როგორც ახალი სათამაშო სახეობის კიდევ უფრო განვითარებასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.