მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

U21. გორში საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან განადგურდა

ახალგაზრდული ნაკრები
1602266459
სპორტი

გორში „თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სტადიონზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ჯგუფის ლიდერ შვეიცარიასთან 0:3 განადგურდა.

პირველ ტაიმში შვეიცარიელები ნდოიემ დააწინაურა, რომელმაც საჯარიმოში ბურთი მიიღო, ქართველმა მცველებმა წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და ანგარიში გაიხსნა. პირველივე ტაიმში ქართველი მეკარე გამოსვლაზე შეცდა და მეორედ გაუტანეს. თუმცა, გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა და გოლი არ ჩაითვალა.

მეორე ტაიმის დასაწყისში, გარკვეული შანსები მოგვეცა თუმცა ვერ გამოვიყენეთ.

მალევე სწრაფი კონტრშეტევისას ნდოიემ პენალტი მოიპოვა, რომელიც ზექირმა ზუსტად შეასრულა. მესამე გოლზე კი მატჩში შესვლაზე შესულ პუშიჩს საქართველოს ნაკრების მცველებმა ხელი არ შეუშალეს და მან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

13 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები აზერბაიჯანს უმასპინძლებს.