მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

U21. მშვიდად... წყნარად... აუღელვებლად... საქართველომ აზერბაიჯანი დაამარცხა

ახალგაზრდულმა ნაკრებმა აზერბაიჯანი დაამარცხა
1602609218
სპორტი

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შესარჩევში, საქართველოს ახალგაზრდა ნაკრებმა აზერბაიჯანის ნაკრები 1:0 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და ძირითად დროს მეტოქის ნახევარში ატარებდნენ. ხოლო როდესაც აზერბაიჯანელები ბურთს ფლობდნენ, შეტევების სრულყოფილ ორგანიზებას ვერ ახერხებდნენ.

საქართველოს ნაკრებმა ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში გაიტანა, ბექა დარცმელიას კარგი გადაცემის შემდეგ, ლუკა ლაკვეხელიანის ჩაწოდებულს გიორგი გულიაშვილი დახვდა და ნაკრები დააწინაურა.

მეორე ნახევარში ქართველების უპირატესობა გაცილებით გაიზარდა. ჩვენი ახალგაზრდები ბურთს აკონტროლებდნენ და მეტოქეს ხშირად აწუხებდნენ.

შეხვედრის 77-ე წუთიდან აზერბაიჯანელებს ფეხბურთელი გაუგდეს და 10 კაცით დარჩნენ.

საქართველოს ნაკრებმა 12 ქულით ჯგუფში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე"

საქართველო 1-0 აზერბაიჯანი

გოლი: გიორგი გულიაშვილი (42)

გაძევება: ვალიზადე (77)

საქართველო: მამარდაშვილი - ლაკვეხელიანი, კობოური, ლოჩოშვილი (გელაშვილი), ბურჯანაძე (ანდრონიკაშვილი), სილაგაძე - სამურკასოვი, კუცია(მექვაბიშვილი), დარცმელია, გულიაშვილი - სპანდერაშვილი(კუხიანიძე)