სპორტი

უკრაინა UEFA-სთან შეთანხმდა, რომ ლოზუნგი „დიდება გმირებს“ მაისურებზე დარჩება

უკრაინის მაისური
1623485061
დაკოპირებულია

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, ეროვნული ნაკრების ფორმაზე უეფასთან შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას Unian ავრცელებს.

როგორც უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში ამბობენ, ლოზუნგი „დიდება გმირებს“ ნაკრების მაისურზე დარჩება, თუმცა დიზაინის ახალი ელემენტის უკან განთავსდება.

უკრაინის ფედერაციის პრეზიდენტის ანდრეი პაველკოს თქმით, მოლაპარაკებები საკმაოდ რთული იყო და რამდენჯერმე ჩიხშიც შევიდნენ. მისივე თქმით, საბოლოო ჯამში კომპრომისს მიაღწიეს.

უკრაინის ნაკრების მაისურებზე დარჩება ორივე წარწერა - „დიდება უკრაინას“ და „დიდება გმირებს“. მაისურებზე, ასევე იქნება უკრაინის რუკაც.

პაველკო განმარტავს, რომ უეფას ახალი გადაწყვეტილებით, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას მაისურს შიდა მხარეს კიდევ ერთი ელემენტი დაემატება - ნაკრების სიმბოლო რუკასთან ერთად: სამკაპი და წარწერა „დიდება უკრაინას“. ლოზუნგი „დიდება გმირებს“ განთავსდება ქვეყნის რუკის ცენტრში.

პაველკოს თქმით, უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ უეფა დაარწმუნა, რომ წარწერები „დიდება გმირებს“ და „დიდება უკრაინას“, ასევე გერბი, ქვეყანაში ფეხბურთის სიმბოლოებია.

კორონავირუსი ნეგატიურ
გავლენას ახდეს ადამიანის
ინტელექტის დონეზე

კვლევა: კორონავირუსი ნეგატიურ გავლენას ა...

კორონავირუსი ნეგატიურ გავლენას ახდეს ადამიანის ინტელექტის დონეზე, - ამის შესახებ კვლევა სამედიცინო ჟურნალში The Lancet-ში გამოქვეყნდა.

1627459265

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის გარე განათების პროექტი არა ბიუჯეტიდან, არამედ ამ პროექტის განხორციელების შედეგად დაზოგილი ელექტროენერგიის საფასურის ხარჯზე დაფინანსდება. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

1627463324

საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე, N11 საცხოვრებელ კორპუსთან, 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

1627463058

სტიქიამ პრობლემები შეუქმნა კახეთის მუნიციპალიტეტს. დაზიანებულია გზები, წაქცეულია მრავალწლოვანი ხეები, ზოგიერთ სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

1627462094

მაჭავარიანის ქუჩაზე გამოვლენილ მეწყრულ ზონაში, სადაც ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიება განხორციელდა, ამჟამად სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

1627462023
შინაგან საქმეთა
მინისტრმა ევროპის საბჭოს
საპარლამენტო ასამბლეის
პრეზიდენტთან შეხვედრა
გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს საპა...

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, რიკ დემსთან შეხვედრა გამართა.

1627459981
ნიკოლოზ ბასილაშვილი ოლიმპიადას გამოეთიშა

ტოკიოს ოლიმპიადაზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა მერვედფინალური შეხვედრა გამართა. მისი მეტოქე კლასიფიკაციის მე-5 ნომერი ალექსანდრ ზვერევი გახლდათ.

აზერბაიჯანმა სომხეთის საზღვარზე ცეცხლის...

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბაქო სომხეთის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის წინადადებას დათანხმდა. ამის შესახებ azerbaycan24.com იუწყება.

„მედიის თავისუფლება ქვეყნის დასავლეთისაკ...

„მედიის თავისუფლება ქვეყნის დასავლეთისაკენ სწრაფვისა და დემოკრატიულობის პროცესში მნიშვნელოვანი ასპექტია. ჩვენ შეშფოთებული ვიყავით, 5 ივლის განხორციელებული ძალადობით მედიის წარმომადგენლებზე“, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა განაცხადა.