მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინა UEFA-სთან შეთანხმდა, რომ ლოზუნგი „დიდება გმირებს“ მაისურებზე დარჩება

უკრაინის მაისური
1623485061
სპორტი

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, ეროვნული ნაკრების ფორმაზე უეფასთან შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას Unian ავრცელებს.

როგორც უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში ამბობენ, ლოზუნგი „დიდება გმირებს“ ნაკრების მაისურზე დარჩება, თუმცა დიზაინის ახალი ელემენტის უკან განთავსდება.

უკრაინის ფედერაციის პრეზიდენტის ანდრეი პაველკოს თქმით, მოლაპარაკებები საკმაოდ რთული იყო და რამდენჯერმე ჩიხშიც შევიდნენ. მისივე თქმით, საბოლოო ჯამში კომპრომისს მიაღწიეს.

უკრაინის ნაკრების მაისურებზე დარჩება ორივე წარწერა - „დიდება უკრაინას“ და „დიდება გმირებს“. მაისურებზე, ასევე იქნება უკრაინის რუკაც.

პაველკო განმარტავს, რომ უეფას ახალი გადაწყვეტილებით, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას მაისურს შიდა მხარეს კიდევ ერთი ელემენტი დაემატება - ნაკრების სიმბოლო რუკასთან ერთად: სამკაპი და წარწერა „დიდება უკრაინას“. ლოზუნგი „დიდება გმირებს“ განთავსდება ქვეყნის რუკის ცენტრში.

პაველკოს თქმით, უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ უეფა დაარწმუნა, რომ წარწერები „დიდება გმირებს“ და „დიდება უკრაინას“, ასევე გერბი, ქვეყანაში ფეხბურთის სიმბოლოებია.