სპორტი

ვიამაყოთ თუ ვიტიროთ? - საქართველოს ნაკრებმა ირლანდიასთან 10:23 წააგო!

ირლანდიასთან საქართველოს
ნაკრებმა ნამდვილად
იბრძოლა და 10:23 წააგო.
1606670166
დაკოპირებულია

ირლანდიასთან საქართველოს ნაკრებმა ნამდვილად იბრძოლა და 10:23 წააგო.

შემოდგომის ერთა თასზე, იგივე რვა ერზე საქართველოს ნაკრებმა ისტორიული ქულები და პირველი ლელო მიითვალა. გვიხაროდეს თუ ვიტიროთ?! „ბორჯღალოსნებმა“ საწყის ორ ტურში ინგლისთან და უელსთან მშრალი ანგარიშით წააგო!

ლევან მაისაშვილის გუნდის სათამაშო ხარისხი ამჯერად ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე წინა ორ თამაშში და ეს შედეგში ვერ, მაგრამ ანგარიშში ცალსახად აისახა.

მე-16 წუთზე კი „ბორჯღალოსნებმა“ შესანიშნავი შეტევა წამოიწყეს, რომელიც ლელოთი გიორგი კვესელაძემ დაასრულა. ეს იყო, როგორც პირველი ლელო, ისე ზოგადად პირველი ქულები საქართველოს ნაკრებისთვის რვა ერის ტურნირზე.

პირველი ტაიმი ირლანდიელებმა 20:7 მოიგეს.

მეორე ნახევარი ნაკლებ შედეგიანი გამოდგა და მხოლოდ ორი ჯარიმა გავიდა. ჯერ აბჟანდაძემ მოიპოვა 3 ქულა, შემდეგ ირლანდიელებმა, ასევე, ჯარიმით გვიპასუხეს და მატჩის ბოლო 22 წუთი საერთოდ უქულოდ გაილია.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში სამივე თამაში წააგო!

რვა ერში საქართველო კიდევ ერთ თამაშს ჩაატარებს და მეორე ჯგუფის ბოლო ადგილოსან ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა მომდევნო კვირაში, კერძოდ 5 დეკემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება და გამარჯვებული გუნდი ტურნირში მეშვიდე ადგილს დაიკავებს.

ევროსაბჭოს პრეზიდენტი

„ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს მა...

საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვია. იგი ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

„ჩვენ ვართ ყველაზე დიდი მონაწილე ამ პროცესში, იმისათვის, რომ თქვენ გქონდეთ  წვდომა ვაქცინებზე და მე პირადად გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ექნება ვაქცინებზე წვდომა“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართული პრესკონფერენციისას განაცხადა.

1614611555

კომპრომისები სჭირდება ქვეყანას და დიალოგს ალტერნატივა არ აქვს  - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. 

1614610644

სომხეთის დედაქალაქ ერევნის ცენტრალურ მოედანზე პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მხარდამჭერთა მიტინგი იქნება. ამის შესახებ რადიო „თავისუფლება“ იუწყება. 

1614610278

2021 წლის 1-ელ მარტს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 52-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან. შეხვედრას ქართული მხრიდან  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. 

1614609484
დარგობრივი ეკონომიკისა
და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის სხდომა Pia.ge

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკ...

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატებს მოუსმინა და სხდომის ბოლოს 6 კანდიდატიდან  ორ მათგანს დაუჭირა მხარი.

რა ფრენებია დაგეგმილი მარტში? - ავიარეის...

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE გთავაზობთ 1-27 მარტის ჩათვლით დაგეგმილ ავიარეისებს. სტატია შედგენილია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოზე დაყრდნობით.

ქართლში 60 წლის პედაგოგი დააკავეს, რომელ...

შიდა ქართლში, სპორტის პედაგოგი დააკავეს, რომელიც მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში იყო ბრალდებული.

თამთა მეგრელიშვილი: ახალი და საინტერესო...

„ახალი და საინტერესო ინფორმაცია მომივიდა „გლავკანალიდან“ - დიდი ამბები, ჩხუბი და გარჩევა ყოფილა გუშინ „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს შორის“, - ამის შესახებ ინფორმაციას იურისტი თამთა მეგრელიშვილი ავრცელებს.