მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვიამაყოთ თუ ვიტიროთ? - საქართველოს ნაკრებმა ირლანდიასთან 10:23 წააგო!

 ირლანდიასთან საქართველოს ნაკრებმა ნამდვილად იბრძოლა და 10:23 წააგო.
1606670166
სპორტი

ირლანდიასთან საქართველოს ნაკრებმა ნამდვილად იბრძოლა და 10:23 წააგო.

შემოდგომის ერთა თასზე, იგივე რვა ერზე საქართველოს ნაკრებმა ისტორიული ქულები და პირველი ლელო მიითვალა. გვიხაროდეს თუ ვიტიროთ?! „ბორჯღალოსნებმა“ საწყის ორ ტურში ინგლისთან და უელსთან მშრალი ანგარიშით წააგო!

ლევან მაისაშვილის გუნდის სათამაშო ხარისხი ამჯერად ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე წინა ორ თამაშში და ეს შედეგში ვერ, მაგრამ ანგარიშში ცალსახად აისახა.

მე-16 წუთზე კი „ბორჯღალოსნებმა“ შესანიშნავი შეტევა წამოიწყეს, რომელიც ლელოთი გიორგი კვესელაძემ დაასრულა. ეს იყო, როგორც პირველი ლელო, ისე ზოგადად პირველი ქულები საქართველოს ნაკრებისთვის რვა ერის ტურნირზე.

პირველი ტაიმი ირლანდიელებმა 20:7 მოიგეს.

მეორე ნახევარი ნაკლებ შედეგიანი გამოდგა და მხოლოდ ორი ჯარიმა გავიდა. ჯერ აბჟანდაძემ მოიპოვა 3 ქულა, შემდეგ ირლანდიელებმა, ასევე, ჯარიმით გვიპასუხეს და მატჩის ბოლო 22 წუთი საერთოდ უქულოდ გაილია.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში სამივე თამაში წააგო!

რვა ერში საქართველო კიდევ ერთ თამაშს ჩაატარებს და მეორე ჯგუფის ბოლო ადგილოსან ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა მომდევნო კვირაში, კერძოდ 5 დეკემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება და გამარჯვებული გუნდი ტურნირში მეშვიდე ადგილს დაიკავებს.