მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვილი სანიოლი: ვამაყობ ჩემი მოთამაშეებით, საბერძნეთში ქულის მოსაპოვებლად წავალთ

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი
1616958873
სპორტი

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები ესპანეთის ნაკრებთან 1:2 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჟურნალისტებთან შეხვედრა შეაფასა.

„ნამდვილად სამწუხარო დასასრული ჰქონდა დღევანდელ თამაშს, მე არ ვაპირებ ნეგატიურად ვისაუბრო, შევეცადეთ, რომ საუკეთესო თვისებები გამოგვევლინა. ვამაყობ ჩემი მოთამაშეებით. გვყავს გუნდში ფეხბურთელები, რომლებიც კლუბში 90 წუთი არ თამაშობენ და შეიძლება ბოლოს დაღლის ბრალიც იყო, რომ წავაგეთ.

შეტევის ხაზში გვყავს ბევრი ტრავმირებული ფორვარდები - მიქაუტაძე, კაჭარავა, ლობჯანიძე. თუმცა იმ ფეხბურთელებს, რომლებიც დღეს ამ პოზიციაზე გვყავდა, სრული ნდობა აქვთ ჩემგან.

ჩვენ გვქონდა მინიმალური დრო შეკრებისთვის. ფრენა შვედეთში და დაპირისპირება შვედეთთან, დაბრუნება საქართველოში და დაპირისპირება ესპანეთთან, ახლა კი საბერძნეთში მივფრინავთ, ეს საკმაოდ რთული და დამღლელია, თუმცა, ეს ფეხბურთის ნაწილია.

ფეხბურთელები ენთუზიაზმს არ უჩივიან, იმედი მაქვს, რომ ყველა ფეხბურთელი შეძლებს ძალების აღდგენას. ჩვენ საბერძნეთში თავის დასაცავად არ მივდივართ, იქ ქულების მოსაპოვებლად მივდივართ“, - აღნიშნა სანიოლმა.

იხილეთ აგრეთვე:

⚽ქართული სენი - კარგად ვითამაშეთ მაგრამ წავაგეთ - ისტორიას მხოლოდ კვარაცხელიას ბურთაობა შემორჩება (ვიდეო)

⚽ლუის ენრიკე: ხვიჩა კვარაცხელიას დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ