სპორტი

ვლადიმერ ვაისი: ახალ მწვრთნელს ჩემი და ქეცბაიას თვისებების მიქსი უნდა ჰქონდეს

ეროვნული საფეხბურთო
ნაკრების ყოფილი
მწვრთნელი
1605355318
დაკოპირებულია

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ჩრდ. მაკედონიის გუნდთან დამარცხების შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის ცხოვრებაში ყველაზე მძიმე ღამე გამოაირა.

მისი თქმით, მწვრთნელის პოსტის დატოვების შემდეგ, საქართველოს გულშემატკივრად დარჩება.

„ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშის შემდეგ საკმაოდ რთული ღამე იყო, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე. საბოლოოდ, დაცვაში ერთმა შეცდომამ განაპირობა ყველაფერი. უნდა აღვნიშნო, რომ მაკედონიამ ყველა შეხვედრაში მინიმალური საგოლე მომენტები მიიღო და მაქსიმალურად გამოიყენა, ჩვენს შემთხვევაში კი სხვაგვარად იყო, სხვა თამაშებში ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ ბოლო თამაშში ერთი შეცდომა გადამწყვეტი გამოდგა.

ყველასთვის ემოციური დღე და უდიდესი იმედგაცრუება იყო. თუმცა, ცხოვრება გრძელდება, სომხეთთან თამაშისთვის ვემზადებით და ხვალ გამარჯვება მნიშვნელოვანი იქნება B დივიზიონში გადასასვლელად, რაც ფეხბურთელებისთვის, მომავლისთვის მნიშვნელოვანი იქნება. ხვალ შანსს ის ფეხბურთელები მიიღებენ, რომლებიც მაკედონიასთან თადარიგში იყვნენ. 5-6 პოზიციაზე იხილავთ ცვლილებას, განსხვავებით წინა თამაშისგან. აშკარაა, რომ უკეთესი, ბევრად წარმატებული და ახალი ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ.

გუშინ გვქონდა საუბარი ფეხბურთელებთან, იქ იყო ლევან კობიაშვილიც, რომელიც ძალიან კარგი ადამიანია, შევაფასეთ სიტუაცია. ასეთი იმედგაცრუების შემდეგ ძალიან რთულია დაივიწყო ეს ყველაფერი, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. ახლა მოედანზე გასვლა ადვილი არ არის, მაგრამ ვფიქრობ, ის წნეხი, რაც ამ თამაშს ახლდა, აუცილებლად გადაივლის და ხვალ კარგად ვითამაშებთ, რადგან გვყავს კარგი ფეხბურთელები, რომელთაც ეს შეუძლიათ.

არ ვიცი ვინ იქნება ახალი მთავარი მწვრთნელი, მაგრამ მე ვესაუბრე თემურ ქეცბაიას, ვხედავ მის დამოკიდებულებას ფეხბურთელებთან და ამიტომ, ვფიქრობ, რომ ახალ მწვრთნელს ჩემი და ქეცბაიას თვისებების მიქსი უნდა ჰქონდეს და ამან კარგი შედეგი მოიტანოს. ეს 5 წელიწადი საუკეთესოდ გამახსენდება, აქ შესანიშნავი პერიოდი გავატარე და სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის დავრჩები თქვენი და ამ ფეხბურთელების გულშემატკივრად.

ხვალ შემადგენლობაში ცვლილელები იქნება, ლობჟანიძის და დავითაშვილის მსგავსი სწრაფი ფეხბურთელები უფრო ისეთ შეხვედრაში არიან საჭირო, როცა კონტრშეტევებზე ვთამაშობთ, მაგრამ მაკედონიასთან სხვა თამაში იყო, ისინი პრესინგს თამაშობდნენ. თუმცა, ვერ შევქმენით მომენტები და ცვლილებებიც დაგვიანებული იყო, მაგრამ ეს უკვე ისტორიაა და ხვალინდელ თამაშზე უნდა ვიფიქროთ.

ამ სიტუაციაში ახალი ფეხბურთელების დამატება კონკრეტულად ამ ორი მატჩისთვის არ იგეგმება. მაკედონიასთან დანაკლისს რაც შეეხება, დიახ, ისინი რომ ყოფილიყვნენ, შესაძლოა სხვა რეალობა ყოფილიყო, მაგრამ ფაქტია, ასეთ თამაშში გამოცდილ ფეხბურთელებს უფრო უკეთ უნდა ეთამაშათ, რაც დავინახეთ მაკედონიის ნაკრებში.

სომხეთის ნაკრებს მხითარიანის გარეშე გაუჭირდება, ისე როგორც ჩვენ გაგვიჭირდა წინა მატჩში წამყვანი ფეხბურთელების გარეშე. მესის გამოკლება „ბარსელონასთვისაც“ დიდი დარტყმაა, ყველა გუნდისთვის ასეა. მხითარიანი შესანიშნავი ფეხბურთელია, ისეთივე ფიგურა, როგორც მაკედონიაში პანდევი, მაგრამ არმგონია, რომ მის გამო გუნდმა ტაქტიკა შეცვალოს. ჩემთვისაც, როგორც მწვრთნელისთვის, საინტერესო იქნება წინა თამაშის შემდეგ როგორ გადავეწყობით.

სლოვაკეთში მუშაობის პერიოდში ორჯერ წავაგე სომხეთთან, მაგრამ საქართველოსთან ერთად მოგებასთან ძალიან ახლოს ვიყავით. ხვალ გამარჯვება შეგვიძლია, ვფიქრობ, ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე გავლენ ახლა განწყობას შეიტანენ გუნდში და გამარჯვებისთვის მზად ვართ“, - აღნიშნა ვაისმა.

შეგახსენებთ, მეორე ჯგუფში საქართველოს ნაკრებს 4 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ-მეორე ადგილებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად იყოფს. სომხეთის ნაკრები კი 5 ქულით მესამე პოზიციაზეა. საქართველო - სომხეთის მატჩი 15 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.

👉 ინფორმაციისთვის, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისტორიულ შეხვედრაში დამარცხდა. 56-ე წუთზე მაკედონიელთა ლეგენდამ გორან პანდევმა თამაშის ერთადერთი გოლი გაიტანა.

👉 ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ჩრდ. მაკედონიელებმა მოიპოვეს

👉 თამაშის დასრულების შემდეგ ვლადიმერ ვაისმა განაცხადა, რომ მწვრთნელის პოსტს ტოვებს

შინაგან საქმეთა მინისტრი

„მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ გახელაძ...

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან ამით შესაძლოა მოლაპარაკებები დაზიანდეს.

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მესამე ნაკადი საქართველოში დაბრუნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ავრცელებენ.

1624447737

გერმანიის საქსონიის მხარეში 20 კვირამდე ორსული ქალების კოვიდვაქცინაცია დაუშვეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

1624447294

თბილისის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, სამგორის რაიონში გახსნილი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი დაათვალიერა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

1624447277

რაჭაში უბედური შემთხვევა მოხდა. გარდაცვლილია „ქართული ხმების“ სოლისტი ზურაბ ბაკურაძე.

1624446607
აქცია

ბობოყვათში პროტესტის ნიშნად აქციის მონაწილეებ...

ქობულეთში პროტესტის უწყვეტ რეჟიმზე გადადიან. სოფელ ბობოყვათში აქციის მონაწილეები კარვებს შლიან, სადაც სადღეღამისო მორიგეობა დაწესდება. ადგილობრივები ზღვისპირა ზოლში ადგილების გასხვისებას აპროტესტებენ.

Audi 2033 წლიდან მხოლოდ ელექტრომობილებს...

გერმანული ავტოკონცერნ Audi-ს მიერ 2026 წლიდან გამოშვებული ყველა ახალი მოდელი ელექტრომობილი იქნება, ხოლო 2033 წლიდან ის მხოლოდ ელექტრომობილებს გამოუშვებს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

„თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების...

„თუ მმართველი პარტია შარლ მიშელის დოკუმენტის პუნქტებს არ შეასრულებს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი გაგრძელდება, „ ლელო“ პარლამენტს დატოვებს“, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

„სანთელს დავანთებ ჩემი შვილისთვის და მორ...

ზაზა გახელაძის მამის მიხეილ გახელაძის განცხადებით, ოჯახი საპროტესტო აქციის გამართვასა და ავტობანის გადაკეტვაზე უარს ამბობს.