სპორტი

ვლადიმირ ვაისი: ზოგიერთი ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების მაისურის ტარების პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს

ნაკრების მწვრთნელი
1605503545
დაკოპირებულია

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრა "დინამო არენაზე" სომხეთის წინააღმდეგ გამართა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით ანგარიშით - 2:1 დასრულდა.

ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრის დასრულების შემდეგ განვლილი მატჩი ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შეაფასა:

ვლადიმირ ვაისი: "შეტევის ხაზში პრობლემებია. წინა თამაშთან შედარებით უფრო მეტი მომენტი შევქმენით, მაგრამ ვერ გავიტანეთ. მეტოქეს სამი კარგი შანსი ჰქონდა და კონტრშეტევაზე 2 გოლი გაიტანეს. მათ მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ, მაგალითად „ჰოფენჰაიმიდან“, რომელთაც ერთი მომენტის გამოყენება შეუძლიათ, ჩვენ კი 5 რეალური საგოლე მომენტიდან ვერ ვახერხებთ გატანას. ეს პრობლემაა. საქართველოში ცოტა დრო არ გამიტარებია, აქ 5 წელი დავყავი, რაც ძალიან დიდი დროა ჩემს ცხოვრებაში. ჩემს საქმეში გული ჩავდე და ახლა რაც ხდება ეს ჩემთვის დაუჯერებელია და შეიძლება ითქვას, რომ ტრაგედიაცაა. სამი დღის უკან მოლოდინი გვქონდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას მოვახერხებდით, მაგრამ ჩვენ დავმარცხდით და ეს სპორტული ტრაგედიაა.

ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მე მივდიოდი, მაგრამ მათ უნდა მოეგოთ თავიანთი პროგრესისთვის, მომავლისთვის, რომ უკეთეს დივიზიონში გადასულიყვნენ და უკეთეს გუნდებთან ეთამაშათ. ახლა კი პირველ ადგილზე გასვლის შანსი აღარ გვაქვს. ვიმეორებ, შეტევაში ხარისხი მაღალი არ იყო. არ ვამბობ, რომ გამარჯვება ვინმეს არ უნდოდა,მაგრამ ფაქტია, შეტევაში ვერ ვითამაშეთ ისე, რომ ეს მატჩი მოგვეგო. ვფიქრობ, რომ დღეს პირველ რიგში დისციპლინისა და შეტევაში ხარისხის ნაკლებობის გამო წავაგეთ. ტრაგიკომედიაა, რომ სომხეთის ნაკრებთან ოთხჯერ მომიწა დაპირისპირება და სამჯერ წავაგე, ორჯერ სლოვაკეთის ნაკრებში მუშაობისას და პროგრესი ვერ განვიცადე.

ამ თამაშის სამზადისში ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მაქსიმუმი უნდა გაეკეთებინათ გამარჯვებისთვის, რომ უკეთეს დივიზიონში გადასულიყვნენ. ეს კარგი იქნებოდა მათთვის. ასევე ვუთხარი, რომ თამაშის შემდეგ თითოეულ მათგანს სიმართლეს ვეტყოდი მათი დამოკიდებულების შესახებ. ჩემი აზრით, ზოგიერთ ფეხბურთელს ჰქონდა პასუხისმგებლობის ნაკლებობა. მე არ ვარ ქართველი, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი მაქსიმუმი გამეკეთებინა. შესაძლოა, ზოგიერთი ფეხბურთელი ვერ გრძნობს ეროვნული ნაკრებში თამაშის და მისი მაისურის ტარების პასუხისმგებლობას, ამიტომაც, ალბათ რამდენიმე მათგანი ჩემი წასვლის შემდეგ ნაკრებში ვეღარ მოხვდება. თუ გინდათ პროგრესი გააგრძელოთ, რამდენიმე ფეხბურთელზე უარი უნდა თქვათ. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემს ბოლო მატჩებში წავაგეთ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ახლა.

ნავალოვსკის შეცდომები? მას ხშირად ვეუბნებოდი, რომ მცველია და პირველ რიგში თავის პოზიციაზე უნდა დარჩენილიყო. თუმცა, მისი დაზღვევა სხვებსაც შეეძლოთ. ამიტომ, ამაზე არ ვისაუბრებ. საქართველო არ არის დიდი ქვეყანა, ამიტომ, დიდი არჩევანი არ გვქონია, დაახლოებით 40 ფეხბურთელიდან მიწევდა შერჩევა. ცხადია, ვინც ნაკრებში თამაშობდა, პასუხისმგებლობა მე მეკისრება, ვიტყვი, რომ ზოგიერთმა ის ნდობა, რომელიც მივეცით, ვერ გაამართლეს.

ცუდია, რომ ასე სრულდება ჩემი აქ მუშაობა, ვეცდები, რომ ბოლო თამაში გამარჯვებით დავასრულოთ. ქართულ ფეხბურთს ჰყავს ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები, კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, შენგელია.

ერთი კვირის წინ დიდი იმედი გვქონდა, მაგრამ ახლა წაგებულები ვართ. ცუდია ასეთი დასასრული. ქართული ფეხბურთი მჯერა განვითარებას გააგრძელებს, რადგან ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავს. მიყვარს ეს ქვეყანა, ყოველთვის ვგრძნობდი მხარდაჭერას და არასდროს დაგივიწყებთ. თუმცა, ახლა ჩემი დრო აქ ამოიწურა და ვეცდები კარიერა სხვაგან გავაგრძელო.

ვფიქრობ, რომ ჯაბა კანკავა შესანიშნავი ბიჭია და საოცარი ფიზმომზადება აქვს, ნაკრების დონეზე თამაში კიდევ 3-4 წელი შეუძლია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ერთეული შემთხვევა, პასუხისმგებლობა თანაბრად უნდა გადანაწილეს. ხოჭოლავამ ჩემპიონთა ლიგაზე „რეალთან“ შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ დღეს არც ცუდად არ უთამაშია და არც კარგად, ემოცია არ ჰქონდა. ვუთხარი, რომ მეტი ემოციით და აგრესიით ეთამაშა, მითხრა, კარგი, მაგრამ არაფერი შეცვლილა. ისე თამაშობდა თითქოს ამხანაგური მატჩი იყო. დაცვის ცენტრში ყველაზე შეთამაშებული წყვილი კაშია და კვირკველიაა, თუმცა, დღეს მათ უნდა დაესვენათ და მივიღე ის გადაწყვეტილება, რაც ყველამ ნახეთ. შესაძლოა, ფეხბურთელების ერთ-ერთი პრობლემა ის იყოს, რომ ისინი ჯანსაღ კრიტიკას სწორად ვერ იღებენ.“

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მიმდინარე სეზონის დასკვნით შეხვედრას 18 ნოემბერს კვლავ "დინამო არენაზე" ესტონეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

6 მაისი

საკურას ბრილიანტის ბეჭდი, რაფაელის გალერ...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 6 მაისის გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრები დონბასში ჩავიდნენ. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა იუწყება.

1620318091

„დღეს ავიცერი - რადგან მჯერა, რომ: ვაქცინაცია არის პანდემიის დასრულების ერთადერთი რეალური და დადასტურებული გზა პანდემიას ამარცხებს ჯანდაცვის სისტემა საზოგადოებასთან, ადამიანებთან - თქვენთან და ჩემთან ერთად მნიშვნელობა არ აქვს პირადად გეშინია თუ არა კოვიდის“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

1620315278

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი საკუთარ მისიას ოპოზიციის გაერთიანებაში ხედავს“, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

1620314408

აჭარაბეთზე EGT ყვავის ჯეკპოტი კიდევ უფრო გაიზარდა და 9.000.000 მილიონ ლარს გადააჭარბა.

1620313944
ეროვნული ბანკისა და ACAG-ის
ერთობლივი პრინტ კონკურსი
გაიმართა

ეროვნული ბანკისა და ACAG-ის ერთობლივი პრინტ კ...

საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის ACAG ერთობლივი კიბერუსაფრთხოების თემაზე ჩატარებული პრინტ კონკურსის მთავარი მიზანი საბანკო/საფინანსო ინფორმაციის უსაფრთხოებაზე მოქალაქეთა ფოკუსირება და ცნობიერების ამაღლება იყო. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ბათუმში არასრულწლოვანი დაჭრეს

ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე, არასრულწლოვანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი მოზარდების ორ ჯგუფს შორის მოხდა.

ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი

სებ-მა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 6 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.4430 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4399 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.31 თეთრი შეადგინა.

1620306488
„ფაიზერის“ ვაქცინა ბრიტანული და აფრიკული...

ჩატარებული კვლევების თანახმად, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა ეფექტურია კორონავირუსის მძიმე დაავადების წინააღმდეგ, რომელიც გამოწვეულია ორი ვარიანტით. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.