მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვლადიმირ ვაისს სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელად განიხილავენ

ვლადიმირ ვაისი
1603258680
სპორტი

სლოვაკური მედიის ინფორმაციით, მათი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების წარუმატებელი ასპარეზობის გამო მწვრთნელი პაველ ჰაპალი და მისი თანაშემწე ოტო ბუნეგრაფი სამსახურიდან გაუშვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნულ გუნდს დროებით ფეხბურთის ასოციაციის ტექნიკური დირექტორი სტეფან ტარკოვიჩი უხელმძღვანელებს, რომელიც ადრე ნაკრებში იან კოზაკის თანაშემწე იყო.

რაც ყველაზე საინტერესოა ქართველი საფეხბურთო ქომაგისთვის, სლოვაკები ნაკრების მთავარი მწვრთნელის კანდიდატურის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატურად ვლადიმირ ვაისს განიხილავენ.

საქართველოს ნაკრების თავკაცი, მშობლიურ ნაკრებს 2008-2012 წლების განმავლობაში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით სლოვაკეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა.