მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

17 აპრილს თბილისის რამდენიმე უბანში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

დენის ნათურა

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 17 აპრილს თბილისის რამდენიმე უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

სამგორის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), პოლიციის, ენუქიძის, ჭიჭინაძის, ქიზიყის, მამისაშვილის, ბაღდავაძის და ლორთქიფანიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავშნის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

ქსელში გადასთვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თარხნიშვილის, მელიქიშვილის, ხორავას, შანიძის, ჯანაშიას, ყაზბეგის, ტატიშვილის, ბაქრაძის, ბარნოვის, გუდაურის, გურგულიას, კოსტავას, ჭოველიძის და არაგვის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადასთვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას I, II კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს III მიკროაიონის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის, გამრეკელის, გურიელის, დადიანის და ძოწენიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია „თელასი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.