მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

23 ნოემბრის მიმოხილვა

დღის მიმოხილვა, 23 ნოემბერი 2020

ახალი ამბების სააგენტო PIA.GE გთავაზობთ 23 ნოემბრის მნიშვნელოვანი ამბების მოკლე მიმოხილვას.

👉 რა ღირს რძის ნაწარმი მსოფლიოში?

მსოფლიო ურთულესი გამოწვევის, კორონაპანდემიის წინაშე დგას. ამ ფონზე ბევრ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია და პროდუქტის ფასები იზრდება. თუ როგორი ფასებია სხვადასხვა პროდუქტზე მსოფლიოს მასშტაბით, PIA.GE პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას.

👉 „ისთ ფოინთი“ დეკემბერში მუშაობას არ შეწყვეტს.

„ყველას გვესმის, რომ გართულებული ეპიდმდგომარეობაა, შესაბამისად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, რომ ვიპოვოთ საერთო გამოსავალი“, - ამის შესახებ „ისთ ფოინთის“ მარკეტინგის დირექტორმა თეიკო ლომინაძემ, მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და სავაჭრო ცენტრებისა და მსხვილი ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

👉 ნათია მეზვრიშვილი თანამდებობას ტოვებს

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულის შესახებ მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

👉 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისი“-ზე თავდამსხმელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. ადვოკატები ლევან ზურაბაშვილისთვის 1000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდენ. ლევან ზურაბაშვილს 9-დან 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

👉 ექიმ ინფექციონისტის მაია ბუწაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია არასაჭირო ჰოსპიტალიზაციის პროცენტული მაჩვენებელი მაქსიმალურად შემცირდეს.

ამასთან, მაია ბუწაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არ ემხრობა სრულ „ლოკდაუნს“, თუმცა საჭიროა წერტილოვანი შეზღუდვების გაგრძელება.

👉 მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 40 მლნ-ს გადააჭარბა.

👉 მეუფე შიო: დამღუპველია მოსაზრება, რომ ყველა ადამიანს თავისი ჭეშმარიტება აქვს

👉 ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტის მეუფე იოანეს თქმით, „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება ყველამ უნდა მიულოცოს.

👉 კოვიდინფიცირებული პაციენტებიდან 881 პირი მძიმე მდგომარეობაშია

👉 3958 ინფიცირება, 3531 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

👉ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, პარლამენტი, სამართლებრივი თვალსაზრისით, სრულიად ლეგიტიმური იქნება. პოლიტიკურად კი, ქვეყანაში რთული ვითარებაა. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია წარმატებული ვერ იქნება, თუ ის ქუჩაში დარჩება და საკანონმდებლო ორგანოში არ შევა.

👉მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორის ტედროს გებრეიესუსის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების პოზიტიური სიახლეები რეალურ იმედს იძლევა, რომ პანდემია დასრულდება.