მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

25 ნოემბრის მიმოხილვა

დღის მიმოხილვა 25 ნოემბერი

ახალი ამბების სააგენტო PIA.GE გთავაზობთ 25 ნოემბრის მნიშვნელოვანი ამბების მოკლე მიმოხილვას.

 

🔺 დიეგო მარადონა გარდაიცვალა

დღეს, 25 ნოემბერს ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციის თანახმად, დიეგო მარადონა საკუთარ სახლში გულის შეტევით გარდაიცვალა.

🔺 კოვიდსასტუმროში პაციენტმა ექთანს დაზიანებები მიაყენა

ბათუმის მდებარე კოვიდსასტუმროში პაციენტმა ექთანს დაზიანებები მიაყენა. ამის შესახებ ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, პაციენტი ექთანს თავს დაესხა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა.

🔺 ლევან რატიანი: მომდევნო ორი კვირა მაინც თავი შევიკავოთ დედაშვილური ურთიერთობისგანაც კი - „თუ დაავადება ასე პროგრესულად გაიზარდა, გაგვეზრდება ქვეყანაში კრიტიკული პაციენტები, ამიტომ პირველ რიგში ჩვენი თავი უნდა დავიცვათ“, - აღნიშნა მან.

🔺 მეტროს მემანქანეები კორონავირუსით ინფიცირდნენ

მეტროს მემანქანეების ნაწილი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“ ავრცელებს.

🔺 პაატა იმნაძე: ახლა პრაქტიკულად ყველა გაციება არის კორონავირუსი - მისი თქმით, დადასტურებულია, რომ კორონავირუსი იმუნიტეტს ტოვებს.

🔺 იტალიაში AstraZeneca-ს ვაქცინა 3 ევროზე ნაკლები ეღირება

იტალიელებს კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის შეძენა 3 ევროზე ნაკლებად შეეძლებათ. ამის შესახებ იტალიის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელმა ლორენცო ვიტუმმა განაცხადა.

🔺 როგორ აღნიშნავს საქართველო ახალ წელს პანდემიის პირობებში - ჯანდაცვის მინისტრის პასუხი - მთავრობა ეცდება, რომ მოქალაქეებმა ახალი წელი თავისუფლად აღნიშნონ.

🔺 ლარი გამყარდა - როგორ შეიცვალა ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან და ევროსთან.

🔺 ინაშვილი: მემორანდუმი უნდა შედგეს მყარი გარანტიებით, რომ ახალი არჩევნები დაინიშნება

აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან კელი დეგნანთან გამართული ინდივიდუალური შეხვედრის დასრულების შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტიის პოზიცია კვლავ უცვლელია.

ირმა ინაშვილი ამერიკელ დიპლომატთან შეხვედრის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ კონფიდენციალურია.

🔺 მთავრობა 26 ნოემბერს კორონავირუსთან დაკავშირებით ახალ შეზღუდვებს გამოაცხადებს

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ხვალ, 26 ნოემბერს მთავრობა კორონავირუსის წინააღმდეგ ახალი შეზღუდვების დაწესების შესახებ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ტიკარაძემ განაცხადა, კონსულტაციები გრძელდება და შეზღუდვებთან დაკავშირებით ორი ვერსია განიხილება.

🔺 გამყრელიძე: არჩევნების მეორე ტური რომ არ ყოფილიყო, შეზღუდვები შესაძლოა ნოემბრის დასაწყისში დაწესებულიყო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, რომ არა მიმდინარე პოლიტიკური პროცესი, რაც საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება, შესაძლოა, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შეზღუდვები ნოემბრის დასაწყისში დაწესებულიყო.

როგორც გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ამ ვითარებაში შეზღუდვები აუცილებლად დასაწესებელია.

🔺 ნინო კალანდაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს - ინფორმაციას საგამოძიებო უწყებაში ადასტურებენ.

🔺 კახა კალაძე: ახალი არჩევნების ჩატარების საფუძველი არ არსებობს - ოპოზიციასთან მოლაპარაკებები გრძლდება, თუმცა მესამე რაუნდის თარიღი ჯერ არ განსაზღვრულა.

🔺 კორონავირუსი და ახალი წელი - რას აპირებენ ევროპის ქვეყნები? - მთავრობებს უჭირთ გადაწყვიტონ, მოხსნან თუ გაამკაცრონ დაწესებული შეზღუდვები.