მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

26 ნოემბრის მიმოხილვა

დღის მიმოხილვა 26 ნოემბერი 2020 წ.

ახალი ამბების სააგენტო PIA.GE გთავაზობთ 25 ნოემბრის მნიშვნელოვანი ამბების მოკლე მიმოხილვას.

🛑კლინიკა „გული“ კორონავირუსის გავრცელების გამო 10 დეკემბრამდე დაიხურა. ინფიცირებულია თანამშრომლების დიდი ნაწილი.

🛑 ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე.

🛑 მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის 8 დიდ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება. აღნიშნული აკრძალვა ეხება თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, რუსთავს, ზუგდიდს, ფოთს, გორსა და თელავს.

🛑 რამდენიმე ეკონომიკურ საქმიანობას მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები არ ეხება. იხილეთ ვრცლად.

🛑საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით ზამთრის კურორტებზე შეზღუდვები წესდება. კერძოდ, საკურორტო ზონებში სასტუმროების მუშაობა დასაშვები იქნება მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად; ასევე, გაჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

🛑 მთავრობის გადაწყვეტილებით ახალი წლის დღესასწაულის პერიოდში გარკვეული შეზღუდვები არ იმოქმედებს. იხილეთ ვრცლად.

🛑 16 იანვარი - 31 იანვარი ქვეყნის მასშტაბით აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტების, ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).

🛑 მსუბუქი ავტომობილითა და ტაქსით საქალაქთაშორისო გადაადგილება დაშვებული იქნება.

🛑 3-15 იანვრის პერიოდში უქმე დღეები წესდება.

🛑 პრემიერ-მინისტრი 70 წელს ზემოთ ადამიანებს მოუწოდებს, სახლში დარჩნენ. აგრეთვე კომპანიებს მიმართავს, მაქსიმალურად გადავიდნენ დისტანციურ რეჟიმზე.

🛑 ტურიზმის სექტორი 2021 წელს ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება. საბანკო სესხის პროცენტის თანადაფინანსების პროგრამა გაფართოვდება და მას რესტორნებიც დაემატება.

🛑 აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავისი ადმინისტრაციის წამყვანი ფიგურები დაასახელა.აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობას ენტონი ბლინკენი დაიკავებს. ნაციონალური დაზვერვის ხელმძღვანელის თანამდებობას პირველად აშშ-ის ისტორიაში ქალი დაიკავებს. ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩევლის თანამდებობაზე ბაიდენი ჯეიკ სალივანის დანიშვნას აპირებს.

🛑 2021 წლის პირველ ნახევარში კომპანია Disney 32 ათასი თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს. შემცირება ძირითადად აშშ-სა და სხვა ქვეყნებში დისნეილენდებსა და თემატურ პარკებში დასაქმებულებს შეეხება.

🛑 ტიკარაძე: ორ კვირაში 35-დან 45%-მდე ველით ინფექციის გავრცელების შემცირებას

🛑 ინაშვილი: იმ ირმა ინაშვილს რა ვუთხარი, არჩევნებს რომ აღიარებს და პარლამენტში შევა

🛑მიხეილ სააკაშვილი: თავის ტყავის გადარჩენისთვის მიღებული გადაწყვეტილებაა